საზაფხულო სანდლების ხუთი ტრენდი
ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და კომფორტული სამოსი ჩვენი რუტინის თანაბრად აუცილებელი ნაწილი ხდება. ჩვენ დაგეხმარებით, შეარჩიოთ ზაფხულის ყველაზე ტრენდული და კომფორტული სანდლები.
| სოფო შერგელაშვილი |
როგორც იცით, კანს ყველა სეზონზე განსხვავებული მოვლა ესაჭიროება. ზაფხულის სეზონი გამორჩეულია ცხელი ამინდებით, ამიტომ ჩვენი რუტინაც შესაბამისად უნდა ავაწყოთ.
ამ ბლოგში გაგაცნობთ მარტივ საფეხურებს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზაფხულის ცხელ დღეებში და გირჩევთ კონკრეტულად რომელი პროდუქცია გამოიყენოთ:
კანის დაბანა
ცხელი ამინდებიდან გამომდინარე, ცხიმიანი კანი უფრო ცხიმიანდება, მშრალი კანიც კი შეიძლება გაცხიმიანდეს, ამიტომ ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად გამოიყენეთ გელისებრი დასაბანი საშუალება. აირჩიეთ რბილი, ალკოჰოლის გარეშე და pH დაბალანსებული გამწმენდი.
Cetaphil Gentle Skin Cleanser
Tolerance Extremely Gentle Cleanser Lotion
La Roche-Posay Toleriane Hydrating Gentle Cleanser
C ვიტამინი
C ვიტამინი, მზისგან დამცავი და თავად მზე იდეალური კომბინაციაა.
თუმცა არ შეიძლება C ვიტამინის შემდეგ მზისგან დამცავის გამოტოვება, რადგანაც მზეზე C ვიტამინი კანს უფრო სენსიტიურს ხდის და შეიძლება გაღიზიანება.
C ვიტამინი რეკომენდებულია ჰიპერპიგმენტაციისთვის, ნაოჭების პრევენციისთვის, სახის კანის ერთ ფერში მოსაყვანად.
THE INKEY LIST VITAMIN C SERUM
La Roche Posay Pure Vitamin C Serum
ჰიალურონი
უფრო მეტად საჭიროა მშრალი კანისთვის. რადგანაც ჰიალურონი მოლეკულურ დონეზე ატენიანებს კანს. უკეთესი შედეგისთვის გამოიყენეთ ნოტიო კანზე დაბანის შემდეგ, დამატენიანებლამდე.
HYALURONIC ACID SERUM
L’Oreal Paris 1.5% Pure Hyaluronic Acid Serum
თერმული წყალი
დამატებითი ჰიდრატაციისთვის კარგია თერმული წყალი (თუმცა არა აუცილებელი). შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეისხუროთ სახეზე.
THERMAL SPRING WATER FACE MIST
Vichy Mineralizing Thermal Water
დატენიანება
ზაფხულში სქელი დამატენიანებლებიდან უფრო თხელზე უნდა გადავიდეთ, რადგანაც კანმა შეძლოს თხელი კონსისტენციის ათვისება. დატენიანება ესაჭიროება ყველა ტიპის კანს.
Vanicream Moisturizing Skin Cream
La Roche-Posay Toleriane Double Repair Moisturizer with SPF 30
Neutrogena Hydro Boost Hyaluronic Acid
მზისგან დამცავი კრემები
ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური (და არამხოლოდ ამ სეზონის) არის მზისგან დაცვა. რადგანაც რუჯი არის კანის სტრესი, და მზისგან მიღებული მავნე სხივები ზრდის კანის კიბოს და მელანომას რისკს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ კანი.
მზისგან დაცვა ასევე აგვარიდებს თავიდან კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას. ამიტომ, ჩემთვის, როგორც კანის მოვლის მოყვარულისთვის, მზისგან დამცავი კრემი საუკეთესო ანტი ასაკობრივი საშუალებაა.
ზაფხულში რეკომენდაციას გავუწევ SPF მინიმუმ 30-ს, რადგანაც ამაზე დაბალი პროცენტულობა ვერ დაგიცავთ დიდი ხნის განმავლობაში.
მზისგან დამცავი საშუალებები არსებობს როგორც სახის, ასევე ტანის. კრემოვანი, ზეთოვანი, სპრეის და ლოსიონის სახით.
აუცილებელია არ გამოგვრჩეს ტუჩის დაცვაც, რადგანაც ტუჩზე არსებული კანი არის საკმაოდ თხელი. ტუჩის დაცვა შეგიძლიათ სპეციალური ტუჩსაცხებით, რომლებიც შეიცავს SPF30/SPF50.
მზისგან დამცავის საშუალების განახლება აუცილებელია ყოველ 2 საათში.
დამცავი უნდა შეარჩიოთ კანის ტიპის მიხედვით.
EltaMD UV Clear Facial Sunscreen Broad-Spectrum SPF 46
Hawaiian Tropic Sheer Touch Lotion Sunscreen
Classic Spray SPF 30
მინიმალური მაკიაჟი
თუ აქტიურად იყენებთ მაკიაჟზე, გადადით შეფერილ მზისგან დამცავებზე, BB ან CC კრემებზე. რადგანაც ზაფხულს არ უხდება მძიმე მაკიაჟი.
Supergoop! CC Screen SPF 50 47ml
IT Cosmetics Your Skin But Better CC+ Cream
MIZON Snail Line, Snail Repair Intensive BB Cream