PANTONE-მა 2023 წლის ფერად Viva Magenta, ანუ ჟოლოსფერი წითელი დაასახელა, თუმცა ფერი, რომელსაც დღეს ყველგან ვხედავთ, სისხლისფერი წითელია და მან ყველაფერი მოიცვა, სამოსით დაწყებული, ინტერიერის დიზაინის ნივთებით დამთავრებული. თუკი მოდას აქტიურად ადევნებთ თვალს, შეამჩნევდით რომ ფეშენისტა გოგოების ინსტაგრამ და ტიკტოკ ფიდი წითელი ფერის სამოსითაა აჭრელებული.
Bottega Veneta-ს, Valentino-სა და Prada-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში მრავლად იხილავდით წითელი ფერის სხვადასხვა ვარიაციას. Tibi-მ წითელი წინდები წითელ „ბალეტის“ ფეხსაცმელს შეუხამა, ხოლო „შანელმა“ წითელი კოლჰოტები წარმოადგინა.
PRADA, AW 2023
Dolce & Gabbana-ს 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში total წითელ ლუქს გადააწყდებით. ქართველმა დიზაინერმა, David Koma-მ კი წითელ ქვედა ბოლოს წითელი კოლჰოტი შეუხამა. მოკლედ, ჩვენ რომ სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, თქვენ კი კითხვა, მოდის სამყაროში ამჟამად წითელი ფერი დომინირებს. თქვენ კი სრული უფლება გაქვთ თავიდან ბოლომდე წითლით შეიმოსოთ.
DAVID KOMA FW 2023
მიჩნეულია რომ, წითელი ფერი მეამბოხე სულის მქონე ადამიანებს იზიდავს. იგი სიმამაცის, სიძლიერისა და ექსპერიმენტების სიმბოლოა.
რედაქციაში დიდი ინტერესი კონკრეტულმა ნივთმა გამოიწვია და გადავწყვიტეთ მას სრული სტატია მივუძღვნათ. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი სამოსისთვის სწორი შეხამება. წითელი ფერის კოლჰოტი (დიახ, ეს გახლავთ სწორი ფორმა) ნამდვილად მამაც და მეამბოხე გოგოებს შეჰფერით.
CHANEL RTW 2023
შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ქართველებს მისი მორგება გაგვიჭირდებოდა, თუმცა არა სიმამაცის ნაკლებობის გამო. გეკადრებათ?! უბრალოდ, ოჰ, ეს შავი ფერი ისე ზის ჩვენს კულტურასა და ყოველდღიურობაში, წითელი კოლჰოტს გაუჭირდებოდა აქ თავის დამკვიდრება. სხვათა შორის, აქტუალურია წითელი ფერის წინდებიც. ასე რომ, თუკი წითელი კოლჰოტის მორგებისგან თავს შეიკავებთ, შეგიძლიათ ტრენდულობისკენ მცირე ნაბიჯები ფეხზე წითელი წინდებით გადადგათ.
ქვემოთ კი, ინსპირაციისთვის წარმოგიდგენთ ინსტა გოგოებს, რომლებმაც, რედაქციის აზრით, წითელი ფერის კოლჰოტი, თუ წინდა იდეალურად მოირგეს.
1. ლონდონში მოღვაწე უკრაინელი ინფლუენსერის, NASTYA BURLAKA-ს ლუქს წითელი კოლჰოტებით განსაკუთრებით გამოვარჩევდით.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.
სახლი, რომელშიც ემა რობერტსი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჰოლივუდ ჰილზე მდებარე თბილი და კომფორტული სივრცეა. მსახიობმა ეს ვინტაჟური ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეული სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.