2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
ჩვენი სახისა და სხეულის კანის სიჯანსაღისთვის და კანის კიბოს განვითარების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად რომ SPF-ის გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამის თაობაზე ყველანი შევთანხმდით და მზისგან დამცავები დიდი სიყვარულით შემოვუშვით ჩვენს ოჯახში. მაგრამ იცოდით, რომ დაცვა არა მხოლოდ სახის კანს, ყელს, დეკოლტეს, ყურებს და სხეულის სხვა ნაწილებს, არამედ ჩვენს ტუჩებსაც ესაჭიროებათ?
La Roche-Posay Nutritic Lip Balm
გულწრფელად ვაღიაროთ, ზაფხულის ცხელ დღეებში, სანაპიროზე, როდესაც გულდასმით ვინაწილებდით მთელ სხეულზე მზისგან დამცავს, რამდენს გამოგრჩათ ტუჩების დაცვა მზის მავნე გამოსხივებისგან? - ამაში სამარცხვინო არაფერია, თუმცა იმის ცოდნა, რომ ტუჩები ჩვენი სახის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური ადგილია და ისინი სათანაო დაცვას საჭიროებენ მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თქვენს ჯანმრთელობას უდავოდ გადაარჩენს.
EltaMD UV Lip Balm Broad-Spectrum SPF 36
SPF-ის შემცველობით ბალმები ჩვენს პირად აღმოჩენად იქცა და მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მისი გამოყენება არა მხოლოდ მზიან დღეებში, აუზზე ნებივრობისას ან მზის აბაზანების მიღებისას არის აუცილებელი, არამედ მაშინაც კი როდესაც მანქანას ვატარებთ, ეზოს ყვავილებს ვუვლით, ზამთრის კურორტზე ვატარებთ დროს და საერთოდ ყოველთვის და ყოველდღიურად და დიახ, ტუჩის ბალმები მზისგან დამცავი სპექტრის შემცველობით მამაკაცებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის.