2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
| სოფო შერგელაშვილი |
პირველ რიგში, რაც უნდა ვიცოდეთ ჰიალურონზე არის ის, რომ ჰიალურონის მჟავა ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივი გზით სინთეზირდება და მონაწილეობს მრავალ ბიოლოგიურ პროცესში. ჰიალურონი ძირითად როლს თამაშობს კანის უჯრედების აგებულებაში. ჰიალურონის მჟავა ჰიდროფილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად შედის წყალთან რეაქციაში. ანუ, ჰიალურონს უყვარს წყალი, წყალი კი ორგანიზმისა და კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჰიალურონის მჟავა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში აბების, სერუმებისა და ინიექციების სახით, ვინაიდან წარმოადგენს ნაოჭების შემავსებელ #1 პრეპარატს.
ჰიალურონის მჟავის 3 წყარო არსებობს: ცხოველური, მცენარეული ან სინთეზური. სილამაზის ინდუსტრიაში არსებული ბრენდები საკუთარ ფორმულებში მეტწილად ვეგანურ ანუ არაცხოველურ ჰიალურონის მჟავას იყენებენ, რაც მეტად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჯერ კიდე ვარ არის დამტკიცებული თუ რა ზიანი შეიძლება ცხოველურმა პროდუქტმა მიაყენოს ორგანიზმს, მაგალითად შესაძლოა ჭარბთმიანობა გამოიწვიოს. ასე რომ, თავის მოვლის პროდუქტის არჩევისას ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა.
დღეს კი მინდა გირჩიოთ ჰიალურონის მჟავის შემცველობის ის პროდუქტები, რომლებიც ყურადღებად ღირს: