YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
როგორც ყოველთვის, მილანის მოდის კვირეულზე როგორც პოდიუმზე ისე ქუჩაში მოდის თვალისმომჭრელი ზეიმი ეწყობა. ინფლუენსერები, სტილისტები, მოდელები, ჟურნალისტები თუ უბრალოდ მოდაზე შეყვარებული ადამიანები ჩვენებიდან ჩვენებამდე რუდუნებით ემზადებიან და ფოტოგრაფების წინაშე პოზირებენ. იმ დღეს ყველა ცნობილი ადამიანი ხდება, მთავარია განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ლუქით გამოჩნდეს.
მილანის ქუჩებს მოდურად ჩაცმული ხალხი არასდროს აკლია, მაგრამ კვირეულზე ხომ მოდის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან მოემართებიან, გამზადებული აქვთ საუკეთესო ლუქები და ქუჩაში პირადი პოდიუმის მოსაწყობად ემზადებიან. მოდის კვირეულის ქუჩის სტილში კაშკაშა ფერები, კლასიკური ტონები, Statement აქსესუარები და კრეატიულად აწყობილი ლუქები ვიხილეთ.
მილანის მოდის კვირეულზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ. მატილდამ Gucci-სა და The Attico-ს გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
თავისუფლად შეგვიძლია, მილანის მოდის კვირეულის ქუჩის სტილიდან საშემოდგომო ლუქების ინსპირაცია ავიღოთ. კვირეულის სტუმრების ნაწილი მუქ, დაცვენილი ფოთლების ფერებს, მწვანე და ყავისფერ ტონებს ანიჭებდა უპირატესობას. მათ შორის იყო მაღალი, მუქი მწვანე ჩექმები თუ შემოდგომის ყვითელი და ყავისფერი ტყავის ქურთუკები.
მოდის კვირეულის სტუმარი GANNI-ს საკულტო ფეხსაცმლითა და Fendi-ს წითელი ჩანთით.
მოდელი და ინფლუენსერი Izzi Poopi Gucci-ს ლუქში გამოწყობილი.
ქუჩის სტილის ნამდვილი ვარსკვლავი მუსიკალური დუეტი AmiAya იყო. ტყუპი გოგონები ვარდისფერი თმით მილანის ქუჩებში ყველასგან გამოირჩეოდნენ.