როგორც კი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი Ain’t No Mountain High Enough-ის ჰანგებმა მოიცვა, უკვე ნათელი იყო, რომ 2025 წლის Met Gala მხოლოდ მოდის დღესასწაული კი არა, არამედ ერთიანობის, მემკვიდრეობისა და გამბედაობის შესახებ ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა.
ლურჯ ხალიჩაზე პირველები მეთ გალას წლევანდელი მასპინძლები გამოჩნდნენ. ფარელ უილიამსმა, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა მარგალიტებით მოჭედილი პიჯაკით გახსნა მეთ გალა. ფარელის დიზაინი ეცვა ვოგის მთავარ რედაქტორს, ანა ვინტურსაც.
შემდეგ კი წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავთცვენა დაიწყო. ვიხილეთ ულამაზესი, დახვეწილი და 2025 წლის თემის (Superfine: Tailoring Black Style) შესაფერისი დიზაინები. სტუმრებისთვის ინსპირაცია გახდა ჯაზი, შავკანიანთა დენდიზმი, ლეგენდარული შავკანიანი ხელოვანები, თავისუფლება და თვითგამოხატვა.
Prada-ს სამოსში გამოწყობილმა Bad Bunny-მ თავისი დღევანდელი ლუქი პუერტო რიკოს მიუძღვნა.
Ph: Dimitrios Kambouris/Getty Images
Blackpink-ის ჯენი Chanel-ის დიზაინში წარსდგა. თავისი შავი, ელეგანტური და დახვეწილი ლუქით, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ჭეშმარიტი დენდი იყო გუშინდელ ღონისძიებაზე.
სიდნი სვინი Miu Miu-ს შექმნილ გასაოცარ შავ კაბაში ბრწყინავდა. მსახიობის ლუქი ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავის, კიმ ნოვაკის სტილით იყო შთაგონებული
Ph: Getty Images
მაილი საირუსი Met Gala-ზე Alaïa-ს სამოსით და Cartier-ის სამკაულებით წარსდგა. მაილის ლუქი Pieter Mulier-ის შექმნილია და იდეალურად აერთიანებს მკაცრ კონტურებს, გამორჩეულ ტექსტურებსა და ფუტურისტულ ელემენტებს — ყველაფერს, რაც თანამედროვე დენდიზმს განსაზღვრავს.
საბრინა კარპენტერი Louis Vuitton-ის ღვინისფერი კაბით გამოჩნდა, რომელიც ფარელ უილიამსის შემოქმედებას ეკუთვნის. საბრინა ხალიჩაზე შარვლის ან ქვედაბოლოს გარეშე წარსდგა და ინტერვიუში იხუმრა, რომ ეს ფარელის გადაწყვეტილება იყო: „ფარელმა მითხრა - საკმაოდ დაბალი ხარ, მოდი, შარვალი არ გვინდა!“ სამაგიეროდ, ფარელმა მომღერალს ლუქისთვის გიგანტური ქუსლები შეურჩია.
Doechii Louis Vuitton-ში იყო გამოწყობილი. მისი ლუქის ინსპირაციის წყარო მონიკა მილერის წიგნის პერსონაჟი - ჯულიუსი - გახლდათ.
Ph: Dimitrios Kambouris
რეპერმა და წლევანდელი მეთის მასპინძელმა A$AP Rocky-მ კი სრულიად თავისი დიზაინით შექმნილი ლუქი შემოგვთავაზა.
Ph: Getty images
ენ ჰეთევეიმ კლასიკური არჩევანი გააკეთა და Carolina Herrera-ს შავ-თეთრი სამოსი შეარჩია. ინსპირაცია კი Andre Leon Talley იყო.
Ph: Dimitrios Kambouris
ლუის ჰემილტონს, რომლისთვისაც ეს Met Gala საიუბილეო იყო, Harlem-ის დიდებულებით შთაგონებული სამოსი ეცვა. მისი კოსტიუმი Grace Wales Bonner-ის მიერ იყო შექმნილი და მხატვარ Barkley Hendricks-ის შავ-თეთრი პორტრეტების გაცოცხლებას ცდილობდა.
Ph: Getty images
ორსული რიანა მარკ ჯეიკობის დიზაინით გამოჩნდა მეთ გალას ხალიჩაზე.
Ph: Kevin Mazur
მოდის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დოჯა ქეთი და მარკ ჯეიკობსი ერთად მივიდნენ. დოჯას სურდა ამ დღისთვის თავი დიდებულ ქალბატონად ეგრძნო და მარკ ჯეიკობსმა ზუსტად გააჟღერა მისი სურვილები მომღერლის სამოსში.
მუზეუმთან შეკრებილების ხმამაღალი შეძახილები და აღფრთოვანება მოჰყვა ლანა დელ რეის გამოჩენას. ლანას ვალენტინოს კაბა ეცვა, რომელიც ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორის, Alessandro Michele-ს შემოქმედებაა.
Ph: Getty Images
ოქროსფერ კაბაში ბრწყინავდა. მოდელს Miu Miu-ს მიერ შექმნილი დიზაინი ეცვა, შთაგონებული 1940-იანი წლების ლეგენდარული შავკანიანი დიზაინერის, ზელდა უინ ვალდეზის, შემოქმედებით.
Ph: Getty Images
დაიანა როსმა, რომელიც 2003 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა მეთ გალას ხალიჩაზე, ფაქტობრივად სრულიად დაფარა მეტროპოლიტენ მუზეუმის კიბეები თავისი კაბით. თეთრი, ღრუბელივით მსუბუქი და უზარმაზარი კაბა მისი ოჯახის წევრების - შვილებისა და შვილიშვილების - სახელებით იყო დამშვენებული.
მეგან თი სტალიონი Michael Kors-ს მიერ შექმნილ ლუქში გამოჩნდა და საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინი შემოგვთავაზა.
Ph: Getty Images
კიმ კარდაშიანმა Chrome Hearts-ის შავი ტყავის სამოსი მოირგო. ტყავის ლუქს ნიანგის კანის სტრუქტურა ჰქონდა, ზურგზე კი სრულიად ჩაჭრილი იყო. კიმმა სამკაული Moussaieff-ის კოლექციიდან შეარჩია.
Ph: Dimitrios Kambouris
მეთ გალასთვის კენდალ ჯენერმა არჩევანი ბრიტანელ დიზაინერ Torishéju Dumi-ზე გააკეთა. დიზაინერმა ჰარლემის რენესანსის ეპოქის მუსიკოსის, Gladys Bentley-ს შთაგონებით შექმნა კენდალის ლუქი.
კაილი ჯენერი კი Ferragamo-ს ლუქში გამოწყობილი გამოჩნდა. დიზაინის ავტორი Maximilian Davis გახლავთ.
Ph: Dia Dipasupil
Blackpink-ის ლისამ მეთ გალასთვის ლუი ვიტონის სამოსი მოირგო.
ოსკაროსანი მსახიობი ზოი სალდანა მეთ გალაზე Thom Browne-ის დიზაინში გამოჩნდა.
ზენდეიამ, როგორც ყოველთვის, იდეალური ლუქი შემოგვთავაზა. მსახიობს პერსონალურმა სტილისტმა, Law Roach-მა მეთ გალასთვის ლუი ვიტონის სამოსი შეურჩია.
თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე „შატო მერე“ მდებარეობს - თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზით შექმნილი სივრცე, რომელიც სასიამოვნო დასვენებას გვპირდება. შატო მერე 10 მაისს ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტს უმასპინძლებს და ქალაქის ხმაურით გადაღლილ, სიმშვიდეს მოწყურებულ სტუმრებს ელოდება.
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
იტალიური ფილერების ხაზი Stylema იმ იშვიათ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში MDR სერტიფიკატით გამოიყენება. იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. Stylema-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „სკინოთეკა“.