10 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტის ახალი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია სახელად Superfine: Tailoring Black Style შავკანიანი მამაკაცების სტილის ისტორიასა და დენდის კულტურას მიეძღვნა. MET Gala-ს სტუმრებს შანსი ჰქონდათ გამოფენა პირველებს დაეთვალიერებინათ, მათი დახმარებით კი მუზეუმის მხარდასაჭერად რეკორდული თანხა, 31 მილიონი დოლარი, შეგროვდა.
კვამე ონვუაჩი, მონიკა მილერი, ენდრიუ ბოლტონი, კოლმან დომინგო და მაქს ჰოლეინი პრესისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე. Ph: Slaven Vlasic/Getty Images
წიგნის ავტორი და გამოფენის კურატორი მონიკა მილერი სრულიად სხვა პერსპექტივით გვაჩვენებს შავკანიანი მამაკაცის სტილს, რომელიც სცილდება იდენტობის ყველა საზღვარს - იქნება ეს რასა, სქესი თუ სექსუალობა. გამოფენაში მოდა თავისუფლებისა და თვითგამოხატვის მედიუმადაა წარმოდგენილი. მონიკას თქმით, დენდიზმი შავკანიანთა ოცნების რეალობად ქცევას განასახიარებს და თავისთავად არის უარის თქმა სტანდარტულ, თავსმოხვეულ იდენტობებზე.
გამოფენა სულ 12 თემატურ განყოფილებად არის დაყოფილი - თითოეული მათგანი შავკანიანების სტილის განსხვავებულ ასპექტს ეხმიანება და გამორჩეული სამოსისა თუ ნივთების ექსპოზიციას გვთავაზობს.
კოლმან დომინგო. Ph: Slaven Vlasic/Getty Images
პრესისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა მსახიობსა და წლევანდელი მეთ გალას ერთ-ერთ მასპინძელს, კოლმან დომინგოს. მან ისაუბრა საკუთარი სტილის ყველაზე შთამაგონებელ ადამიანებზე - მამაზე, ძმასა და მამინაცვალზე. როგორც კოლმანი ჰყვება, მსახიობის მამინაცვალი მთელი კვირის განმავლობაში მძიმე ფიზიკურ შრომას ეწეოდა, ამიტომაც მას ხშირადზოგ ადგილებში გარღვეული და გაკერილი სამოსი ეცვა. მაგრამ მისი ნამდვილი სტილი ცოცხლდებოდა პარასკეობით, როცა ხელფასით და ლუდის შეკვრით ბრუნდებოდა სახლში. კოლმანის მამინაცვალი ამ დროს იცვამდა კოსტიუმს, Florsheim-ის ბრენდის ლამაზ ფეხსაცმელს, გრძელ შავ პალტოს, ნეკა თითზე კი საფირონის თვლიან ბეჭედს ირგებდა.
კოლმან დომინგო Met Gala-ზე
დომინგომ გაიხსენა მამაც, რომელიც ყოველთვის თვალისმომჭრელი ჩაცმულობით გამოირჩეოდა და თავისი ყვითელი კადილაკით მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდა. „აქ ვდგავარ და წარმოვადგენ იმ მამაკაცების ათობით თაობას, რომლებმაც პიროვნული თავისუფლების მოპოვება სტილისა და მოდის მეშვეობით შეძლეს,“ - თქვა დომინგომ.
კომლმანმა გამოსვლა ამერიკელი რეჟისორისა და დრამატურგის, ჯორჯ ვულფის სიტყვებით დაასრულა: „ღმერთმა შავკანიანი ხალხი შექმნა და შავკანიანებმა შექმნეს სტილი“.
თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.
საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მასშტაბური კანონმდებლობა მიიღო სწრაფი მოდის წინააღმდეგ. ახალი კანონი ითვალისწინებს გადასახადებს და კრძალავს სწრაფი მოდის ბრენდების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა თუ მედია პლატფორმებზე.
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.