თუ ტრენდული სამოსის, ფეხსაცმლის, ან აქსესუარების ბიუჯეტურ ვერსიებს ეძებთ, ეს რუბრიკა თქვენთვისაა. Item of the week ყველაზე პოპულარულ აითემებს გთავაზობთ, რომლებიც მაღალი მოდის პოდიუმებიდან ჩვენს ყოველდღიურობაში ინაცვლებს, თუმცა ორიგინალ ნივთებთან ერთად, The Diary შედარებით ხელმისაწვდომ ანალოგებსაც გირჩევთ, რომლებსაც მას ბრენდები გვთავაზობენ.
კვირის “ვარსკვლავი” ამჯერად Miu Miu-ის ტყავის ქუსლიანი ფეხსაცმელია, რომელიც გასულ სეზონზე თითქმის ყველა გავლენიანმა მოდის ინფლუენსერმა მოირგო. სამ სხვადასხვა ფერში წარმოდგენილი ფეხსაცმელი გასული სეზონის ყველაზე ტრენდული აითემია, რომელმაც თავისი წილი პოპულარობა Miu Miu-ის ready-to-wear autumn/winter ‘23/‘24 runway-ზე მოიპოვა.
მაინც რატომ გახდა Miu Miu-ის ქუსლიანი სანდლები ასეთი პოპულარული? პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი მორგება განსხვავებული სტილის სამოსზეა შესაძლებელი. კოქტეილის კაბით დაწყებული, ყოველდღიური სამოსით დამთავრებული, ეს შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი უკვე ყველა სტილის LOOK-ებში გვაქვს ნანახი.
Miu Miu-ის სანდლებით გასულ სეზონზე ქენდალ ჯენერი, ემილი რატატოვსკი და სხვა ცნობილი სახეები ვიხილეთ.
SHOP THE ITEM HERE:
Miu Miu - Brushed leather slingbacks with buckles (€ 990)
VINSTYLE ქართული ვინტაჟური ბრენდია, რომლის ესთეტიკა მინიმალისტურ და ექსპრესიულ მოდას აერთიანებს. ბრენდის დამფუძნებელმა გოგოებმა მოდისადმი საერთო სიყვარული ბიზნესად აქციეს. მათი კურატორობით VINSTYLE-ის კოლექციებში თავმოყრილია 1970, 80 და 90-იანი წლების მოდის ელეგანტური ნამუშევრები.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.