შემოდგომის ყაზბეგი და სასტუმრო Intourist Kazbegi

გერგეტის სამება, მყინვარწვერი და შემოდგომის ფერებით შეცვლილი კავკასიონის მთები – ყაზბეგი წლის ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია. TheDiary-ის უიქენდის არჩევანი Intourist Kazbegi-ა, სასტუმრო სტეფანწმინდაში, რომლის ნომრებიდან და ტერასიდან რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობები მოჩანს.

kazbegi, georgia, hotel

სასტუმრო თავდაპირველად 1963 წელს გაიხსნა, განახლების შემდეგ კი სტუმრების მიღება 2021 წელს განაახლა. შენობის ახალ იერსახეში თავდაპირველი სასტუმროსთვის დამახასიათებელი რამდენიმე ელემენტიც შენარჩუნდა, ძველი ინტერიერის დეტალები კი თანამედროვე ავეჯსა და გაფორმებას შეუხამეს.

kazbegi

სტეფანწმინდაში მდებარე Intourist Kazbegi რვა კატეგორიის 42 ნომერს აერთიანებს. შენობის ფასადზე ხეა გამოყენებული, ინტერიერი კი თანამედროვე ავეჯითა და საგანგებოდ შერჩეული დეკორითაა მოწყობილი. ნომრიდან გამომდინარე, სტუმრებს მყინვარწვერის, გერგეტის სამებისა და მიმდებარე მთების ხედები ხვდებათ. ზოგიერთ ნომერს საკუთარი აივანი ან ტერასაც აქვს.

intourist kazbegi intourist kazbegi

ყაზბეგში სტუმრობისას გერგეტის სამების გარდა აუცილებლად ეწვიეთ დარიალის ხეობას, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი დაარსდა. საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სამონასტრო კომპლექსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

ზევით