YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
წარმოუდგენელი პეიზაჟები, ეგზოტიკა, ღვთაებრივი ბუნება და ოქროსფერი სანაპიროები – ბალი ყველაფერს აერთიანებს იმისათვის, რომ იდეალური არდადაგები მოიწყოთ. ეს ინდონეზიური ედემი ყველა ფანტაზიას სცდება და ყველაზე ფერად მოგონებებს გჩუქნით.
პირველი ადგილი, რომელსაც ჩასვლისთანავე უნდა მიაშუროთ, ნუსა-დუას სანაპიროა. იქაურობა სილამაზით ყველა ტურისტს აჯადოებს. ასეთივე მომაჯადოებელია რელიგიური რიტუალები, რომელთაც ფეხის ყოველ ნაბიჯზე გადაეყრებით.
ეს მისტიკური მიწა მთლიანად დაგიპყრობთ უნიკალური ტრადიციებით, კულტურით, სამზარეულოთი, ბუნებითა და არქიტექტურით. გაგაოცებთ ადგილობრივთა კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობაც. თუ ადგილობრივი კულტურა მეტად დაგაინტერესებთ, უბუდის სასახლეს ეწვიეთ.
ბალი ცნობილია სპა-პროცედურებით. ასე რომ, ეცადეთ მაქსიმალურად დატკბეთ ჯადოსნური მასაჟებითა და ყველა იმ საშუალებით, რომელიც თქვენი სხეულისა და გონების გაჯანსაღებას მოემსახურება.