ზენდაიას ახალი ლუქი Emmy Awards-ზე
ზენდაია Emmy Awards-ზე „Euphoria-ს“ ფინალური სეზონისთვის იყო ნომინირებული. მსახიობმა Prada-ს კაბა, ახალი pixie ვარცხნილობა და 1990-იანი წლების მაკიაჟი შეარჩია.

ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი - პრინცი იოანე ბაგრატიონი და მისი მეუღლე - ცნობილი მოდელი, ქრისტინე ბაგრატიონი პირველ შვილს 2021 წლის იანვარში ელოდებიან. ახალი ამბავი ქრისტინემ საზოგადოებას საკუთარი Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით გაანდო.
მე და იოანე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს 2021 წლის დასაწყისში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2018 წლის ზაფხულში, მცხეთაში, კერძოდ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა ჯვარი, საზეიმო მიღება კი “შატო მუხრანში” გაიმართა, რომელსაც ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად საერთაშორისო პრესა და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
