2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
აფრიკული ესთეტიკით ინსპირირებული ნაწნავები განსაკუთრებით უხდება ზაფხულს, მზესა და ზღვას. ეგზოტიკური ვარცხნილობა აქტუალურობად არ კარგავს და სეზონიდან სეზონამდე პოპულარობას ზაფხულის პირველივე დღეებიდან იძენს. თუმცა, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მიუხედავად სეზონისა, ხშირად იმშვენებენ თავს ამ საინტერესო ვარცხნილობით.
ამერიკელმა მსახიობმა, ამანლა სტენბერგმა გასული საუკუნის 20-იანი წლების სტილი და აფრიკული ნაწნავები გააერთიანა და ძალიან საინტერესო ვარცხნილობა მიიღო შედეგად.
რიანა რომ ყველაფერს იხდენს, ეს ცხადია. მომღერალი, 2019 წლის ბრიტანეთის მოდის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ფემინური ფირუზისფერი კაბით, მოდერნული სამკაულებითა და ეთნო ვარცხნილობით გამოცხადდა.
რეგინა კინგი ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში დასახელდა. თქვენც ფიქრობთ, რომ ამ ვარცხნილობას რამე კავშირი აქვს ასაკთან ან გავლენასთან? მე ვფიქრობ, რომ აფრიკული ესთეტიკით ინსპირირებული ნაწნავები ყველა ასაკისა და „წონის“ ადამიანს უხდება.
ალიშა კისი გასაოცარი ხმის ტემბრისა და მუსიკალური მონაცემების არტისტია. მეტ წილად, ის არა საკუთარი გარეგნობით, არამედ, პერფორმანსებით იპყრობს ყურადღებას. თუმცა აფრიკული ნაწნავები ის ვარცხნილობაა, რომელზეც მომღერალი არასდროს ამბობს უარს და გასულ წელს ახალი ალბომის დაანონსება, სწორედ ამ ვარცხნილობით გადაწყვიტა.
Big Little Lies-ის ვარსკვლავმა ზოე კრავიცმა ჩვენი აფრიკული ნაწნავების ხუთეული დააგვირგვინა. მსახიობმა თმები სრულად გაითეთრა და განსხვავებული იმიჯიც შეიქმნა. სხვათა შორის, ვარცხნილობა განსაკუთრებით უხდება მზეზე გახუნებულ და ოქროსფერ თმას.