ზენდაიას ახალი ლუქი Emmy Awards-ზე
ზენდაია Emmy Awards-ზე „Euphoria-ს“ ფინალური სეზონისთვის იყო ნომინირებული. მსახიობმა Prada-ს კაბა, ახალი pixie ვარცხნილობა და 1990-იანი წლების მაკიაჟი შეარჩია.
წარმოგიდგენთ TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...
TheDiary x Mao.ge კოლაბორაციის ფარგლებში, ჩვენს მკითხველსა და Mao-ს გამომწერებს, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ყველაზე აქტუალური ფერები და მათი კომბინაციებით შექმნილი ლუქები უკვე გავუზიარეთ. დღეს, აქცენტს არა ფერებზე, არამედ კვირის ჩაცმულობებზე და მათი საშუალებით თვითგამოხატვის გზებზე გავაკეთებთ.
7 Days, 7 Looks "სამიზნე", ბელგიელი სოციალური მედია ვარსკვლავი, მოდელი და ინფლუენსერი, ალისონ ტობი გახდა, რომელსაც ფართო აუდიტორია @alisontoby-ის სახელით იცნობს. ალისონის სტილი რომ შთაგონების უშრეტი წყაროა, ამაზე მისი გამომწერების რაოდენობაც მეტყველებს. ბელგიელი IT გოგოს ჩაცმის ფილოსოფია, თანამედროვე კლასიკურისა და ყოველდღიური სპორტულის სრულყოფილ კომბინაციას წარმოადგენს.
ალისონ ტობის კვირის ლუქი, ერთგვარი კაფსულა კოლექციის იდეის მატარებელია. კოლექციაში იდეალურად ერთიანდება კლასიკური სტილის შარვლები, პულოვერები, თბილი მოსაცმელები, საღამოს კაბა კვირის გლამურისთვის და რამდენიმე ეფექტური აქსესუარიც.
GET THE LOOK:
Oversized Blazer
Mid High Waist Seamline Suit Pants
Linen Shirt
WOOL-BLEND CAPE
Lace-ups in Leather