2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
TikTok პლატფორმის რჩეული ტრენდების: თმის ვარცხნილობების, სპორტული სამოსის თუ ფავორიტი რეცეპტების შესახებ უკვე გიამბეთ, დღეს კი გვსურს კოსმეტიკური საშუალებები წარმოგიდგინოთ, რომლებმაც საოცარი პოპულარობა სწორედ ამ პლატფორმის წყალობით მოიპოვეს. მათ შორისაა ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა E.l.f. Cosmetics, L'Oréal Paris თუ Nyx.
პირველი პროდუქტი, სენსაციად ქცეულ კოსმეტიკურ საშუალებებს შორის, E.l.f. Cosmetics-ის Poreless Putty პრაიმერია, რომელიც შენიღბვის გასაოცარი ეფექტით გამოირჩევა. ცნობილმა ვიზაჟისტმა ჯეფრი სტარმაც კი აღნიშნა, რომ ფორების შემკვრელი ეს პრაიმერი, პრემიუმ ბრენდების ამავე საშუალებებს არაფრით ჩამოუვარდება.
E.l.f. Cosmetics Poreless Putty Primer ($9)
KVD Beauty-ს ტონალური საცხი სრული დაფარვით ჩვენი კიდევ ერთი აღმოჩენაა, მისი გამოჩენისთანავე Tiktok თითოს ააფეთქა ვიდეოებმა, რომელშიც ამ ჯადოსნურ საშუალებას, საოცარი ეფექტი, ერთი მეორის მიყოლებით მოიხმარდნენ.
KVD Beauty Good Apple Skin-Perfecting Hydrating Foundation Balm ($38)
კიდევ ერთი საშუალება სრული დაფარვის ეფექტით და წინამორბედთან შედარებით ბევრად ბიუჯეტური - L'Oréal Paris-ის ტონალური საცხი გახლავთ პუდრის სახით, რომელიც ნამდვილ მოვლენად დღეებში იქცა.
L'Oréal Paris Infallible 24HR Fresh Wear Foundation In A Powder ($15)
სახის რჩეული პროდუქტების შემდეგ, თვალებზე გადავინაცვლოთ და ამჯერად, Maybelline-ის სასწაულმოქმედ ტუშს წარმოგიდგენთ, რომლის საოცარი შედეგების შესახებ ამერიკელი Tiktok-ერები გამაოგნებელი ემოციებით გვიზიარებდნენ. ტუში წამწამების გახშირებასა და საოცარ დაგრძელებაზე აგებს პასუხს.
SKY HIGH WATERPROOF MASCARA MAKEUP $11.49
ბოლოს კი NYX Professional Makeup-ის ტუჩსაცხს წარმოგიდგენთ, რომელმაც Tiktok ბლოგერები, თავისი მდგრადობით და პიგმენტურობით გააოცა.
Nyx Professional Makeup Shine Loud Vegan High Shine Long-Lasting Liquid Lipstick ($12)