Makeup Trends: ზამთრის სეზონის მაკიაჟის გზამკვლევი

Makeup Trends: ზამთრის სეზონის მაკიაჟის გზამკვლევი

თუ ცნობილი მეიქაფ არტისტების, ისეთების როგორებიც ჰუნგ ვანგოს, პატრიკ ტას, მაიკლ ანტონის, დანიელ მარტინისა თუ რაულ ალეხანდრეს Instagram გვერდებს ადევნებთ თვალს და მათ შეუდარებელ ნამუშევრებს ეცნობით, მაშინ თქვენთვის ზამთრის სეზონის მაკიაჟის ტრენდების შესახებ ყოველი დეტალი კარგად უნდა იყოს ცნობილი. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ მცირე დეტალი მაინც გამოგეპარათ მოემზადეთ, თქვენთვის 2022 წლის ზამთრის ყველაზე პოპულარული ტრენდები შევარჩიეთ.

ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა „ვარდნის საშიშროება“ გალერეა „არტარეაში“

ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა „ვარდნის საშიშროება“ გალერეა „არტარეაში“

გალერეა „არტარეა“ თანამედროვე ქართველი ხელოვანის ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა „ვარდნის საშიშროებას“, თამთა შავგულიძის კურატორობით მასპინძლობს. გამოფენა, რომლის მთავარი ესთეტიკური ნიშანი მისი მონოქრომულობა, ვიზუალურად მყარი მოცულობრივი ფორმების სირბილე და ტაქტილურ შეგრძნებათა დუალურობაა და რომლის თითოეული ნამუშევარი გალერეაშივეა შექმნილი, შეგიძლიათ „არტარეაში“ 10 დეკემბრის ჩათვლით იხილოთ.

DOLCE & GABBANA-ს სახლის დეკორის ხაზი

DOLCE & GABBANA-ს სახლის დეკორის ხაზი

Dolce & Gabbana-ს მოდის სახლს სიახლე აქვს, უკვე არამხოლოდ მათი სამოსის, არამედ სახლის დეკორის ნივთებიც შეძენაც შეგიძლიათ, როგორც Dolce & Gabbana-ს ოფიციალურ საიტზე, ასევე ონლაინ მაღაზია Farfetch.com-ზე. ბრენდის დეკორის ხაზის ძირითადი ინსპირაცია ხმელთაშუა ზღვის ლურჯი, სიცილიური სტილი, ზებრა და ლეოპარდია.

გვინეტ პელტროუს ზამთრის უკვდავი სტილი ფილმში

გვინეტ პელტროუს ზამთრის უკვდავი სტილი ფილმში

საშობაო სეზონის დადგომასთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია გაუცნობიერებლად არა საახალწლო თემატიკის, არამედ გვიანი 90-იანი წლების ერთ-ერთ მძაფრსიუჟეტიან დრამას ვუბრუნდებით. ენდრიუ დევისის A Perfect Murder დიდ ეკრანებზე 1998 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ იპყრობს მაყურებლის გულებს.

ზამთრის სეზონის სტილის ხრიკები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ

ზამთრის სეზონის სტილის ხრიკები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ

ზამთრის სეზონის დადგომამ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის შეგვამზადა, ყველაზე ცივი სეზონი ოფიციალურად გვაძლევს იმის უფლებას, რომ კარგად შევიფუთოთ და მრავალფუნქციური ჩაცმის მასტერკლასის ხრიკებსაც გავეცნოთ. დიახ, ეს სტილი და რამდენიმე ფენის ერთად მორგება 2022 წლის ზამთრის სეზონზე ტენდენციათა სათავეშია მოქცეული და მოდის ბლოგერებმაც უკვე შემოგვთავაზეს მრავალფეროვანი სტილის საკუთარი ვარიაციები.

Window Project გამოფენა „ურთიერთობას“ მასპინძლობს

Window Project გამოფენა „ურთიერთობას“ მასპინძლობს

თანამედროვე ხელოვნების გალერეა Window Project-ი გამოფენა „ურთიერთობას“ - ლევან ჭელიძისა და 4 ბრიტანელი მხატვრის - ვიკი ამირალის, ედ ლუისის, ანა რედვუდისა და სემ ვების ნამუშევრებს მასპინძლობს. გამოფენის სახელწოდება ქართული სიტყვა „ურთიერთობის“ ეტიმოლოგიით არის შთაგონებული და ასახავს არტისტების ინტერაქციას ქართულ სულთან და ლანდშაფტებთან.

რას ვუყუროთ კინოთეატრებში? - დეკემბრის 5 რჩეული პრემიერა

რას ვუყუროთ კინოთეატრებში? - დეკემბრის 5 რჩეული პრემიერა

რიდლი სკოტის ახალი ფილმის House Of Gucci-ს ხილვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელს დღეიდან აქვს. მსოფლიო პრემიერების, კრიტიკის და გარჩევების მიუხედავად, რიდლი სკოტის ფილმი ნამდვილად არის ის კინონამუშევარი, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. ბიოგრაფიული დეტალებით დატვირთული კრიმინალური დრამა1995 წელს ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის დამაარსებლის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ გვიამბობს.

Home Alone-ის სახლი Airbnb-ზე 1 დღით გაქირავდება

Home Alone-ის სახლი Airbnb-ზე 1 დღით გაქირავდება

დეკემბრის თვეში, სულ ერთი დღით, ილინოისის შტატში ადამიანები ჩვენს ბავშვობის დროინდელ ოცნებას აიხდენენ და მაკკალისტერების სახლის ნაწილი გახდებიან, ოჯახის, რომელსაც 31 წლის წინ სიჩქარეში კევინი სახლში მარტო დარჩათ, რის შემდეგაც ეს ქერა ბიჭი ცისფერი თვალებით ჩვენი ყველაზე მხიარული საახალწლო ფილმის მთავარ ოხუნჯად მოგვევლინა.

House of Gucci-ს გარშემო კრიტიკა არ წყდება - რიდლი სკოტის პასუხი გუჩის ოჯახს

House of Gucci-ს გარშემო კრიტიკა არ წყდება - რიდლი სკოტის პასუხი გუჩის ოჯახს

რიდლი სკოტის ახალი ფილმის House of Gucci-ს მსოფლიო პრემიერიდან, სულ რაღაც 1 კვირა გავიდა და მის გარშემო სკანდალები ყოველდღიურად მატულობს. მას შემდეგ, რაც გუჩის ოჯახის ისტორიის შესახებ მოთხრობილი ისტორია, მოდის სახლის ყოფილმა დიზაინერმა ტომ ფორდმა საჯაროდ დაიწუნა (სხვათა შორის დიზაინერმა ფილმი მის გამოსვლამდე აითვალწუნა და განაცხადა რომ გუჩის ოჯახი ასეთი მოდური არასდროს ყოფილა), რასაც თავად გუჩის ოჯახის წარმომადგენლების კრიტიკაც მოჰყვა.

პარიზის ჯადოსნური საშობაო ვიტრინები

პარიზის ჯადოსნური საშობაო ვიტრინები

სადღესასწაულო სეზონის დადგომა დიდ ქალაქებში ყველაზე მეტად იგრძნობა, იქ სადაც მაღაზიის ვიტრინები, სასტუმროები და ქუჩები დიდი ენთუზიაზმით ირთვება და ყოველი კუთხე-კუნჭული გვაგრძნობინებს, რომ საახალწლო მაგია ჩვენთანაა და შეგვიძლია ის თავისი დიდებულებით შევიგრძნოთ.

ზევით