სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
სადღესასწაულო სეზონის დადგომა დიდ ქალაქებში ყველაზე მეტად იგრძნობა, იქ სადაც მაღაზიის ვიტრინები, სასტუმროები და ქუჩები დიდი ენთუზიაზმით ირთვება და ყოველი კუთხე-კუნჭული გვაგრძნობინებს, რომ საახალწლო მაგია ჩვენთანაა და შეგვიძლია ის თავისი დიდებულებით შევიგრძნოთ.
პარიზი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია საშობაო სეზონზე. ტრადიციისამებრ ქალაქის მთავარი უნივერმაღების: Printemps Haussmann-ის, Galeries Lafayette-ის, BHV MARAIS-ისა და Bon Marché Rive Gauche-ს ვიტრინები სადღესასწაულო დეკორაციებით მდიდრდება და გამვლელთა ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს.
Galeries Lafayette
პარიზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი Galeries Lafayette Haussmann და Atelier Bournillat 2021 წლის საახალწლო სეზონისთვის გაერთიანდნენ და 1, 2, 3 Christmas! თემატიკით სავაჭრო ცენტრი გიგანტური ნაძვის ხით, უზარმაზარი სათამაშოებითა და სადღესასწაულო განათებებით მორთეს. წარმოგიდგენიათ როგორი სადღესასწაულო განწყობა იქნება Galeries Lafayette Haussmann-ში?
Printemps Haussmann Department Store
2021 წელს Printemps Haussmann-მა საშობაო ვიტრინების გასაფორმებლად აურელია ფრონტისთან თანამშრომლობით საშობაო ისტორია გვიამბო. ამ ისტორიაში სანტას ქარხანაში წარმოება შეჩერებულია. ელფები კი ახალი სახელოსნოს საძებნელად გაემგზავრნენ და მოჯადოებული მაყურებლებიც თან მიჰყვებიან თავგადასავალში, რომელიც მოთხრობილია 6 ვიტრინაში.
BHV Marais
ნამდვილი ჯადოსნური ელფერი დაკრავს BHV Marais გარე ფასადს, რომელიც დათოვლილი ნაძვის ხეების მორთულობით შვეიცარიულ სადღესასწაულო სამზადისს გაგვაცნობს. შვეიცარიული ატმოსფერო იგრძნობა უშუალოდ სავაჭრო ცენტრში მოხვედრის დროსაც, სადაც მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შვეიცარიული ყველი და შოკოლადი დააგემოვნონ.
Bon Marché Rive Gauche
სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა Bon Marché Rive Gauche-ის ვიტრინიდანაც, რომლის უზარმაზარი დეკორაციები გამვლელების, განსაკუთრებით კი ბავშვების ყურადღებას იპყრობს, რაც ბუნებრივიცაა, გამჭვირვალე შუშის მიღმა ხომ მომღიმარი ჯანჯაფილის კაცუნა გვიმზერს.
Samaritaine Paris Pont-Neuf
ბოლოს კი Samaritaine Paris Pont-Neuf-ის მორთულ-მოკაზმულ საშობაო ვიტრინას წარმოგიდგენთ. ნაძვის ხის დეკორითა და ოქროსფერი განათებით მორთულ ვიტრინაში მანეკენები თითქოს ჯადოსნური სამყაროსკენ მიგვიძღვიან, რომელიც საოცრად მიმზიდველი და თვალისმომჭრელია.