#კინო

2021 წლის TOP 5 რომანტიკული ფილმი

გაზიარება:

დაფიქრდით და გულახდილად გვითხარით, განა არსებობს დრო, როდესაც The Notebook-ის მემილიონედ ნახვა და ბალიშში თავჩარგული ტირილი მიუღებელია? ა რ ა ! რომანტიკულ ფილმებზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს! ვიტირებთ, ვიცინებთ და გულს ავიფანცქვალებთ, როცა გვინდა! მოკლედ, The Diary საგაზაფხულო მელანქოლიისთვის შეგამზადებთ და 2021 წლის ყველაზე რომანტიკული ფილმების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. 

#1. TO ALL THE BOYS: ALWAYS AND FOREVER

რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, Netflix-ის თინეიჯერული მელოდრამა სასიყვარულო ისტორიების კორიანტელს უკვე მესამედ გვთავაზობს. ლანა კონდორის მონაწილეობით To all the boys I've loved before 2018 წელს გამოვიდა. ფილმის შემქმნელებმა არნახული წარმატების შემდეგ 2020 წელს მეორე ნაწილი - To all the boys: P.S. I still love you გამოუშვეს, ამჯერად კი გულებს 2021 წლის რომანტიკულ ნამუშევარზე ავიჩუყებთ. To all the boys: Always and forever ლანა კონდორისა და ნოა ნოა სენტინეოს გმირების რომანის დასკვნითი ნაწილია. 

#2. THE MAP OF TINY PERFECT THINGS

ფილმი „ზაზუნას დღე" გემახსოვრებათ, რომლის სხვადასხვა ინტერპრეტაციაც არა ერთხელ გვინახავს, მაგრამ ფაქტია, რომ თემატიკა ამართლებს. ამიტომ ქეთრინ ნიუტონისა და კაილ ალენის მონაწილეობით ფილმს The Map of Tiny Perfect Things ასევე სიამოვნებით ვუყურებთ. მარგარეტისა და მარკის გარშემო ვითარდება, რომლებიც ხვდებიან, რომ ერთ კონკრეტულ დღეში გაიჭედნენ და ყოველ დღე ერთი და იგივე მოვლენების თავიდან გამოვლა უწევთ. 

#3. MARRY ME

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

ჯენიფერ ლოპესის ეკრანზე გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ ფილმის ყურებისას არ მოვიწყენთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლათინოსი ლამაზმანი რომანტიკული ჟანრის კომედიაში გვევლინება. Marry Me ცნობილი პოპ შემსრულებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იგებს, რომ პარტნიორი დიდი ხნის მანძილზე ღალატობდა, ამიტომ ქეთ ვალდესი (ჯეი ლო) ფანის მიერ სცენაზე შეთავაზებულ ხელის თხოვნას სთანხმდება. ფილმში ლოპესის პარტნიორის როლს კი ოუვენ ვილსონი ასრულებს.

#4. CINDERELLA

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by camila (@camila_cabello)

მერე რა, რომ კონკიას ეკრანიზაცია უკვე მილიონჯერ გვაქვს ნანახი. ჯერ ეს ერთი, სიყვარულის ეს ისტორია ნამდვილი კლასიკაა და მეორე, აკრძალული სიყვარული ყოველთვის მიმზიდველია. ამჯერად კონკიას როლში მომღერალი - კამილა კაბელიო მოგვევლინება, Cinderella-ს გმირები კი სიმღერით ისაუბრებენ. ახალი მიუზიკლი ეკრანებზე 2021 წლის ივლისში გამოვა და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით ნაცნობ ისტორიას სულ სხვა პერსპექტივაში დაგვანახებს. 

#5. WEST SIDE STORY

1961 წლის ფილმის რიმეიქში მთელი Hollywood-ური თანავარსკვლავედია დაკავებული. West side story მიუზიკლის ჟანრის კრიმინალური დრამაა, რომელსაც ამჯერად სტივენ სპილბერგის მასტერკლასის რანგში ვიხილავთ. ტონის და მარიას როლებს ენსელ ელგორტი და რეიჩელ ზეგლერი ირგებენ, ისტორია კი ტრადიციულად აკრძალული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც ორი ძლევამოსილი ოჯახია გარეული. 

ზევით