ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა Framing Britney Spears - ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის შესახებ, მზის სინათლე იხილა და უმალვე გახდა მხარდაჭერის ახალი ტალღის საბაბი. „თავისუფლება ბრიტნის“ ამ სლოგანით მომღერლის გულშემატკივრები და მეგობრები გაერთიანდნენ და ბრიტნის, მამის მეურვეობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
საქმე ის გახლავთ, რომ 2008 წელს ბრიტნი სპირსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ, მომღერლის პირად და ფინანსურ გადაწყვეტილებებს მამამისი ჯეიმი სპირსი იღებს. 12 წელიწადზე მეტი გავიდა და ბრიტნიმ მამის მეურვეობის „კლანჭებიდან“ თავის დახსნა დღემდე ვერ მოახერხა.
ის თუ როგორ ვეპყობოდით ჩვენ ბრიტნის - ეს უბრალოდ ამაზრზენი რამ გახლდათ
სარა ჯესიკა პარკერი, ქეისი მასგრეივსი და მაილი საირუსი, ბრიტნი სპირსის გულშემატკივრებთან ერთად საჯაროდ გამოხატავენ პროტესტს და მხარდაჭერას მომღელის მიმართ. „თავისუფლება ბრიტნის“ - #FREEBRITNEY ჰეშთეგი Twitter-ზე ახლა ყველაზე მთავარი რამაა.
დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოგვითხრობს ბრიტნის ისტორიას, როდესაც თინეიჯერი გოგონა კარიერის ზენიტში იმყოფებოდა, პრესა კი მონდომებით ცდილობდა ბრიტნის იმიჯი შეელახა. როდესაც მომღერლის ქალწულობისა და სხეულის შესახებ შეიმინგი როგორც იქნა დასრულდა, ბრიტნი ახალ სკანდალში გაეხვა, ჯასტინ თიმბერლეიკთან დაშორების შემდეგ მას არა ერთი ღირსების შემლახავი ეპითეტით ამკობდნენ, რაც სპირსისთვის ზედმეტად რთული გადასატანი აღმოჩნდა.
მართალია, გასული წლის ნოემბრის თვეში, აშშ-ის სასამართლომ ბრიტნის უარი განუცხადა მოთხოვნაზე, გათავისუფლებულიყო მამის მეურვეობიდან, თუმცა ახალი განაცხადის მოსმენა სულ რაღაც 2 დღეში, 11 თებერვალსაა ჩანიშნული და მომღერალიც კიდევ ერთხელ ცდის ბედს, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.