სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ქართველი მოდელის თაკო ნაცვლიშვილისა და ქალის თეთრეულების ცნობილი ბრენდ Intimissimi-ს თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება. სიახლე, თავად თაკომ გაგვიზიარა სოციალური ქსელის მეშვეობით.
თაკო ნაცვლიშვილი ვალენტინობის დღისთვის მიძღვნილი კამპანიის Made With Love-ის, ფოტოსესიისა და საოცრად ცეცხლოვანი ვიდეორგოლის ნაწილი გახდა, რომელშიც მოდელმა დახვეწილი თეთრეული მოირგო და ჩვეული დამაჯერებლობითა და მომხიბვლელობით კიდევ ერთხელ მოგვნუსხა.
ქართველი მოდელისა და იტალიური ბრენდის თანამშრომლობა რამდენიმე წელია გრძელდება, განსაკუთრებით სასიხარულო და დასამახსოვრებელი, თაკოს Intimissimi-ის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე ხილვა აღმოჩნდა. დეფილეს წინა რიგებიდან ხომ თვალს თავად ირინა შეიკი, სარა ჯესიკა პარკერი და კიარა ფერანი ადევნებდნენ.შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი მოდელი იტალიაში სწავლობს და სწავლის პარალელურად კარიერაშიც აქტიურად დგამს წარმატებულ ნაბიჯებს.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.