Netflix-ზე ჩვენი საყვარელი ნერდები ბრუნდებიან. Stranger Things-ის მეხუთე და საბოლოო სეზონის ტრეილერი უკვე გვაქვს და პრემიერამდე სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს. ყველაზე უცნაური ქალაქი, ჰოკინსი, ახლა სამხედრო კარანტინის ქვეშაა – ყველგან კამერები, ჯარისკაცები და სრული ქაოსია, ჰოკინსის სკოლის მოსწავლეებს კი ჯერ კიდევ უამრავი თავსატეხი აქვთ ამოსახსნელი.
მეხუთე სეზონის მოქმედება 1987 წლის შემოდგომაზე ვითარდება. ქალაქი ჯერ კიდევ წინა სეზონის ტრაგიკული მოვლენების ტკივილს ებრძვის, ხოლო გმირები ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან – იპოვონ და საბოლოოდ დაამარცხონ ვეკნა.
წინა სეზონებისგან განსხვავებით, ამჯერად პერსონაჟებს მშვიდი დღეები აღარ აქვთ, სკოლა და უდარდელი ყოველდღიურობა წარსულს ჩაბარდა. ისტორია პირდაპირ ქაოსით იწყება: ჰოკინსი მკაცრი კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშაა, გადაადგილება შეზღუდულია, ხოლო საფრთხე ყველგან იგრძნობა.
ამას დამატებით, მთავრობა ილევენის აქტიურ ძებნას აგრძელებს, რის გამოც მილი ბობი ბრაუნის პერსონაჟი იძულებულია კვლავ მიმალვაში იყოს. ამასთან ერთად, უილის გაუჩინარებიდან ერთი წელი გადის და ქალაქში ძველი შიშები და დაძაბულობა ბრუნდება. გმირებს წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ელით და ეჭვი გვაქვს, უმტკივნეულო გამარჯვება არცერთ მხარეს არ ერგება.
Stranger Things-ის მეხუთე სეზონის პირველი ნაწილი Netflix-ზე 26 ნოემბერს გამოვა, 3 ეპიზოდი – 25 დეკემბერს, ფინალური სერია კი ახალი წლის დღეს. სერიალი ეპიკური დასასრულისკენ მიდის, ჰოკინსის ბედი კი ბოლო ბრძოლაზეა დამოკიდებული.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.