შეიძლება ოლივია უაილდი და ჰარი სტაილსი 2021 წლის „ცხელი" წყვილებს შორის პირველია, მაგრამ უკანასკნელი ნამდვილად არა. ამჯერად Hollywood-ური მედია Divergent-ის ვარსკვლავისა და NFL-ის ათლეტის რომანზე ალაპარაკდა. E! იუწყება, რომ 29 წლის შეილინ ვუდლი 37 წლის აარონ როჯერსს ხვდება. ურთიერთობა შორ მანძილზე მიმდინარეობს, რადგან აარონს საფეხბურთო სეზონის გატარება ვისკონსინში უწევს, შეილინი კი Misanthrope-ის გადაღებებზე მონრეალში იმყოფება.
წყაროს ცნობით წყვილი მოვლენებს არ აჩქარებს. ორივე მათგანი კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული, მაგრამ დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, ერთმანეთისთვის თავისუფალ დროს მაინც პოულობენ.
შეილინ ვუდლი ყოფილ შეყვარებულთან - ბენ ვოლავოლასთან ერთად
როჯერსს წარსულში ურთიერთობა შეილინის კოლეგასთან - ოლივია მანთან ჰქონდა, ვუდლის კი ყოფილ შეყვარებულთან 3 წლიანი რომანი აკავშირებს. მსახიობი 2017 წლიდან ცნობილ მორაგბეს - ბენ ვოლავოლას ხვდებოდა. შეილინმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში მორაგბესთან დაშორების მიზეზებიც განმარტა:
ჩვენ უკვე ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდით, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს თავს ოჯახს 100%-ით ჯერ ვერ დავუთმობდი.
რაც შეეხება NFL-ის ვარსკვლავს, წყაროს ცნობით აარონი ურთიერთობას ძალიან უფრთხილდება, ამიტომ არ ჩქარობს და საყვარელ ქალთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას ცდილობს.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.