
მოდის მარკეტინგის კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეიძინონ მოდის ინდუსტრიისთვის საჭირო მარკეტინგული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამა აერთიანებს მოდის მარკეტინგის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებას, პოზიციონირებას, ციფრულ მარკეტინგს, სოციალური მედიის სტრატეგიებსა და ეფექტიანი კამპანიების დაგეგმვას.
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან, როგორ ხდება მოდის ბრენდების სტრატეგიული განვითარება, მომხმარებელთან მიზნობრივი კომუნიკაცია და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის შექმნა. თეორიული ცოდნა შერწყმულია პრაქტიკულ დავალებებთან, რაც მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
სტუდენტები ჩაერთვებიან მოდის კვირეულის ორგანიზებისა და მართვის პროცესში, სადაც შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საქმიანობაში და დაეხმარებიან დიზაინერებს ღონისძიების მომზადებისა და განხორციელების ეტაპებზე.
პროგრამის ბოლოს სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ მოდის მარკეტინგული კამპანიები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ პროფესიულ კონკურენტუნარიანობას.
სურვილის შემთხვევაში სტუდენტები გაივლიან ორთვიან სტაჟირებას TheDiary-ის რედაქციაში, სადაც ჩაერთვებიან გადაღებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სასერტიფიკატო კურსი - მოდის მარკეტინგი
დასაწყისი: 27 აპრილი, 2026 წ.
ხანგრძლივობა: 6 კვირა
ლექციების ჩატარების დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. 19:00-დან 21:00-მდე (2 სთ).
ფორმატი: თეორია + პრაქტიკა + პროექტი
ღირებულება: 2000 ₾
მისამართი: TheDiary Concept House, მიხეილ ზანდუკელის 15, ვერა, თბილისი.
რეგისტრაცია: https://forms.gle/hefLUDRTwP5aFhiL6
მოდული 1: მოდის ინდუსტრიის საფუძვლები
● მოდის ინდუსტრიის სტრუქტურა
● ტრენდების ფორმირება
● სწრაფი და მაღალი მოდა
მოდული 2: ბრენდის იდენტობა და პოზიციონირება
● ბრენდის DNA
● სამიზნე აუდიტორია
● Tone of voice & ვიზუალური სტილი
მოდული 3: მოდის კვირეულები და ღონისძიებები
● მოდის კვირეულის დაგეგმვა
● ღონისძიების მართვა
● შოურუმის ორგანიზება
● საერთაშორისო პრესა
მოდული 4: ციფრული მარკეტინგი
● სოციალური მედიის ეფექტიანი სტრატეგიები
● ციფრულ გარემოში კრეატიული თხრობა
● ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა
● კონტენტის დაგეგმვა და გავრცელება
მოდული 5: ინფლუენსერები და სოციალური მედია
● ინფლუენსერ მარკეტინგი
● კოლაბორაციები
● სოც. მედია სტრატეგიები
მოდული 6: PR და მედია კომუნიკაცია
● პრესრელიზის წერა
● მედიასთან ურთიერთობა
მოდული 7: კრეატიული მიმართულება
● Moodboard
● ფოტოსესიის დაგეგმვა
● ამბის მოყოლის ხელოვნება
მოდული 8: სტილი და ვიზუალური კომუნიკაცია
● Styling პრინციპები
● ვიზუალური იდენტობა
● კამპანიის ვიზუალური ენა
მოდული 9 : მდგრადი მოდა
● Slow fashion მიდგომა
● ბრენდის „მწვანე“ კომუნიკაცია
საბოლოო პროექტი
დავალება (Final Project): შექმენი სრული მოდის კამპანია:
● ბრენდის აღწერა
● კამპანიის იდეა
● ვიზუალური მიმართულება
● სოციალური მედიის გეგმა
● ინფლუენსერები
● PR სტრატეგია
ლექციებს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები: Date With Versace-ს დამფუძნებელი, ჟურნალ Nargis-ის რედაქტორი, ნინო ჭაბუკიანი, მარიამ კუხალაშვილი, TheDiary-ის სარედაქციო და მარკეტინგ გუნდი, Green Georgia Academy-ის ჯგუფი და სხ.