ყოველ ჯერზე, როდესაც დედამიწა წითელ პლანეტაზე მისიას აგზავნის, რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკები" და ამ სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნში განვითარებული მოვლენები ამომიტივტივდება გონებაში.
ერთ დღესაც, დედამიწა გამოუსადეგარი ხდება და კაცობრიობა იძულებულია მარსზე ახალი თავშესაფარი მოძებნოს. ადამიანები მარსისკენ იკვლევენ გზას და აღმოაჩენენ რომ ამ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს. მაგრამ, სურთ კი მარსიანებლებს, რომ დედამიწელები, რომლებიც მუდმივად ომში და ძალაუფლების მტკიცებაში არიან, მათ წითელ მიწაზე დასახლდნენ? მოკლედ, ტრანსპლანეტარული ომის შემდეგ დედამიწელი მარსელი ხდება. საწყალი მარსელები... ადამიანი სასიკვდილო ვირუსისს ჩაიტანს მარსზე, რის გამოც წითელი პლანეტის აბორიგენი მაცხოვრებლები გადაშენდებიან.
NASA როვერის “შეუპოვრობა” წითელ პლანეტაზე დაეშვას ზეიმობს
NASA-ს როვერი „შეუპოვრობა” მარსზე 18 თებერვალს უსაფრთხოდ დაეშვა. მარსმავალი წითელ პლანეტაზე ახალ კრატერს შეისწავლის, რომელიც მეცნიერების ვარაუდით ოდესღაც ტბა უნდა ყოფილიყო. დედამიწელი მეცნიერების ვარაუდით კრატერში მინერალები და ბაქტერიები უნდა ბინადრობდნენ. მათი აღმოჩენა კი, მეცნიერებს საშუალებას მისცემს სიცოცხლის ფორმების კვალი ეძებონ. მოკლედ, როვერის მთავარი მისია სიცოცხლის ფორმების კვალის აღმოჩენაა.
„მე ამ ბიოლოგიური სიცოცხლის ადგილას კარგად დავიმალებოდი“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირა პეტრიაშვილი
Perseverance-ის მიერ წითელ პლანეტაზე გადაღებული პირველი ფოტო
დედამიწელები ტექნოლოგიური განვითარების ზენიტში გახლავართ, დიახ, ისტორიული მისია მარსზე - „ნასას“ როვერი წითელ პლანეტაზე დაეშვა და წინამორბედი რობოტებისგან უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. მრავალფუნქციური რობოტი 23 კამერით არის აღჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მეცნიერები მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალით მოამარაგოს.
„ნასას“ როვერი წითელ პლანეტაზე
18 თებერვალი კალენდარში წითლად ჩაეწერა, მაგრამ აქ, ამ დედამიწაზე, სადაც ნამდვილად ვიცით, რომ სიცოცხლის ფორმები არსებობს, და მანამ, სანამ ჩვენი პლანეტა გამოუსადეგრობამდე თავად მივიყვანეთ, დროა თითოეულმა ჩვენთაგანმა ეკოლოგიაზე მეტი ზრუნვა დაიწყოს!
პ.ს წიგნის ონლაინ ვერსიის შეძენა saba.com-ზე ან ბეჭდური ვერსიის ყიდვა ბიბლუსის მაღაზიებში შეგიძლიათ. რაც შეეხება როვერს, მას საკუთარი Twitter გვერდი გააჩნია, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ!
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.