#მუსიკა

RADIO CITY-ს სცენა PEGGY GOU-ს მასპინძლობს

გაზიარება:

24 აპრილს თბილისის Radio City-ს სცენაზე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი, Peggy Gou წარდგება. სამხრეთკორეული წარმოშობის, ბერლინში მოღვაწე DJ, პროდიუსერი და მოდის დიზაინერი დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი მუსიკოსის ჩარჩოებს.

პეგის სახელს უკავშირდება ჟანრი K-house, რომელიც ანდერგრაუნდ ჰაუსსა და ტექნოს პოპ-ესთეტიკასთან აერთიანებს. მისი 2023 წლის ჰიტი (It Goes Like) Nanana ნამდვილ საზაფხულო ჰიმნად იქცა, თავად პეგი კი მუსიკისა და სტილის სიმბოლოდ.

პეგი გუ, თბილისი, peggy gou in tbilisi, პეგი გუ დიჯეი, რადიო სითი, Radio City

Radio City-ს ინდუსტრიულ სცენაზე საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოს ანდერგრაუნდ მუსიკას შეხვდება და ტექნო საღამოს შემოგვთავაზებს.

სცენაზე ვიხილავთ Anna Sué-ს, რომლისთვისაც ეს ღამე სიმბოლურია. ანა, რომელმაც უკვე დაიპყრო საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი სცენა თუ ფესტივალი და საკუთარი ხელწერა ბერლინის საკულტო პლატფორმაზე, HÖR-ზეც დატოვა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი მთავარი ინსპირაცია სწორედ პეგი გუ იყო.

2019 წლის ჩანაწერებში გაჟღერებულმა მანიფესტაციამ გაამართლა – დღეს ანა სცენას იმ არტისტთან გაიყოფს, რომელმაც მას მუსიკალური გზის პოვნაში ყველაზე დიდი სტიმული მისცა.

Line Up-ს ავსებს Jino Dollini, წარმატებული არტისტი, რომელიც დღის განმავლობაში TERMINAL-ის CEO-ს პოზიციას იკავებს, თავისუფალ დროს კი სრულად მუსიკას უთმობს. ჯინოს სეტები მსოფლიოს მრავალ ქალაქში გაჟღერებულა და მისი ენერგია იდეალურად ერწყმის იმ საერთაშორისო მასშტაბს, რასაც Radio City-ში 24 აპრილს ველოდებით.

ზევით