ოქროს გლობუსის რიგით 83-ე დაჯილდოების გამარჯვებულები და საუკეთესო მომენტები

კინო მოყვარულებო, მოემზადეთ! გასული წლის საუკეთესო ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების გამოვლენის დროა. ლოს-ანჯელესმა ოქროს გლობუსის რიგით 83-ე დაჯილდოებას უმასპინძლა, გამარჯვებულების სია კი საკმაოდ შთამბეჭდავია. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე პომპეზურმა საღამომ დიდი სიურპრიზებიც მოგვიტანა: ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი სახეების უმეტესობამ დაჯილდოება ხელცარიელმა დატოვა. ამჯერად გამარჯვებულთა სიაში ახალი სახელები და მოულოდნელი პროექტები დომინირებს.

ჯულია რობერტსი, ლეონარდო დიკაპრიო, ოქროს გლობუსი, დაჯილდოება, საუკეთესო მსახიობი, golden globes, leonardo di-caprio, julia roberts

წლევანდელი ცერემონია ცნობილ კომიკოსს - ნიკი გლეიზერს მიჰყავდა, რომელიც გასული წლის წარმატებული სეზონის შემდეგ ოქროს გლობუსის სცენას მეორედ დაუბრუნდა. 

ოქროს გლობუსი, დაჯილდოება, 2026, 83-ე დაჯილდოება, ნიკი გლეიზერი, წამყვანი
ფოტოზე: ნიკი გლეიზერი (კომიკოსი/ოქროს გლობუსის დაჯილდოების წამყვანი)

დრამის ჟანრში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის წოდება ვაგნერ მაურას ფილმისთვის The Secret Agent ხვდა წილად, ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად კი ჯესი ბაკლი დასახელდა, რომელსაც გამარჯვება Hamnet-ში შესრულებულმა, აგნეს შექსპირის როლმა მოუტანა. სწორედ Hamnet გახდა გამარჯვებული საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაშიც.

ვაგნერ მაურა, ოქროს გლობუსი, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი, the secret agent
ფოტოზე: ვაგნერ მაურა (მსახიობი)

საუკეთესო სატელევიზიო დრამა The Pitt გახდა. მიუზიკლისა და კომედიის ნომინაციაში გამარჯვება The Studio-ს ხვდა წილად. საუკეთესო სატელევიზიო ლიმიტირებულ სერიებად კი Adolescence დასახელდა.

ნოა უაილი, the pitt, golden globes, ოქროს გლობუსი, პიტი, საუკეთესო სერიალი
ფოტოზე: ნოა უაილი (მსახიობი) The Pitt

საუკეთესო რეჟისორის წოდება პოლ ტომას ანდერსონს, ფილმისთვის One Battle After Another, ერგო. არავის გაჰკვირვებია, რომ ბოქს-ოფისის მიღწევებისთვის Sinners დაჯილდოვდა.

one battle after another, golden globes, ოქროს გლობუსი. პოლ ტომას ანდერსონი, საუკეთესო რეჟისორი
ფოტოზე: ტიანა ტეილორი, პოლ ტომას ანდერსონი, ჩეის ინფინიტი (One battle after another)

Marty Supreme-ში შესრულებული როლისთვის, მიუზიკლისა და კომედიის ჟანრის კატეგორიაში გამარჯვებული ტიმოთი შალამე გახდა. ამავე კატეგორიაში საუკეთესო ქალი შემსრულებლის წოდება კი როუზ ბირნს, ნამუშევრისთვის If I Had Legs I’d Kick You, ხვდა წილად.

საინტერესოა ისიც, რომ წელს ოქროს გლობუსის ნომინაციების სიას "საუკეთესო პოდკასტიც" დაემატა, რომლის გამოვლენაც სნუპ დოგს დაევალა. ნომინაციის გამარჯვებული კი Good Hang with Amy Poehler გახდა. 

golden globes, best podcast, საუკეთესო პოდკასტი, ოქროს გლობუსი, ახალი ნომინაცია, სნუპ დოგი
ფოტოზე: ემი პოლერი და სნუპ დოგი

ოქროს გლობუსის რიგით 83-ე დაჯილდოების ნომინანტებისა და გამარჯვებულების სია იხილეთ აქ: GOLDEN GLOBES WINNERS & NOMINEES

ზევით