ELLE-ის აპრილის ნომრის მთავარი გმირი, ჰეილი ბიბერი, გამოცემის კიდევ ერთი რუბრიკის Waking Up With-ის სტუმარი გახლავთ. სუპერმოდელის დილა ძაღლ ოსკართან ერთად (ბუნებრივია ქმართან ერთადაც, რომელიც ELLE-ის რუბრიკაში არ გამოჩენილა) 8-ის 10 წუთზე იწყება და საკმაოდ მარტივი დილის რიტუალით შემოიფარგლება.
ყოველდღიური რუტინა სტაბილურობის შენარჩუნებაში მეხმარება, ვიცი, რომ ავდგები კბილებს გავიხეხავ, სახეს დავიბან და ფინჯან ყავას მოვიმზადებ
ჰეილი ბიბერს დილისთვის, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი რუტინა აქვს მომზადებული, არ აქვს მნიშვნელობა სუპერმოდელი სავარჯიშო დარბაზში მიდის თუ სამსახურში, მან ზუსტად იცის რომელი საფეხური, რის შემდეგ უნდა გაიაროს და ჰეილის თქმით ეს დილის რიტუალი მას სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ძალიან მგრძნობიარე, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი მაქვს, ამიტომ მრავალსაფეხურიანი კანის მოვლის რუტინა არ გამაჩნია, სიმარტივეს ვამჯობინებ
ჰეილი ბიბერის ბოლოდროინდელი აღმოჩენა სახის ორეტაპიანი წმენდაა, რომლის უპირატესობის შესახებ ჩვენც გიამბეთ. ღამის მსუყე დამატანიანებლის მოსაშორებლად მოდელი Bare Minerals-ის ზეთოვან დასაბანს იყენებს, მოგვიანებით კი ამავე ბრენდის foaming cleanser-ს მიმართავს.
ჰეილის კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც მას სახის ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში ეხმარება, ტენიან სახეზე Biba-ს შრატის გამოყენებაა, როგორც მოდელი აცხადებს, ამ გზით მისი სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი ბევრად დატენიანებული და მბზინავია.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.