#კინო

ბრიჯერტონების ახალი სეზონი: ყველაფერი, რაც ბენედიქტის ისტორიაზე ვიცით

გაზიარება:

ძვირფასო მკითხველო, ინგლისური არისტოკრატიის ცხოვრებაში ინტრიგებისა და სიყვარულის მორიგი სეზონი იწყება. სანამ გარეთ ზამთრის სუსხი მძვინვარებს, ბრიჯერტონების სამყაროში ვნებები ახლა იწყებს დუღილს. Netflix-მა 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა უკვე დააანონსა და ცნობილი გახდა, რომ სერიალის მეოთხე სეზონი ორ ნაწილად გამოვა: პირველ ეპიზოდებს მაყურებელი 29 იანვარს იხილავს, დასკვნით ნაწილს კი 26 თებერვალს.

ამჯერად ყურადღების ცენტრში ოჯახის მეორე ვაჟი, თავისუფლებისმოყვარული და ბოჰემური ბენედიქტ ბრიჯერტონი (ლუკ ტომპსონი) მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტი ყოველთვის გაურბოდა ქორწინებას, დადგა დრო, თავადაც გამოცადოს ის სიყვარული, რომელიც ოჯახის შექმნაზე დააფიქრებს, თუმცა ეს გზა იდუმალებით, სოციალური ბარიერებითა და დიდი მონატრებით იქნება სავსე.

ბრიჯერტონი, ბრიჯერტონი მეოთხე სეზონი, Bridgerton Season 4, ბენედიქტ ბრიჯერტონი, ლიკ ტომპსონი, იერინ ჰა

ნიღბის მიღმა ყველაფერი შესაძლებელია.

მე-4 სეზონი ჯულია ქუინის მესამე წიგნს „ჯენტლმენის შეთავაზება“ ეფუძნება. სიუჟეტი ბენედიქტის გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება დედამისის მიერ გამართულ მეჯლისზე. სწორედ აქ ხვდება იგი მომხიბვლელ უცნობს, რომელსაც ყველა „ვერცხლისფერკაბიან ლედიდ“ მოიხსენიებს.

ბრიჯერტონი, ბრიჯერტონი მეოთხე სეზონი, Bridgerton Season 4, ქეითი ლიუნგი

იდუმალი ქალბატონი სინამდვილეში სოფი ბეკია (იერინ ჰა) – მოახლე, რომელიც სასტიკი დედინაცვლის ტყვეობაშია. ახალი სეზონი მაღალი საზოგადოების „კულისებს“ დაგვანახებს და კონკიას კლასიკურ ზღაპარს მე-19 საუკუნის სოციალურ რეალობასთან გააერთიანებს. ამ სეზონის მთავარი წყვილის როლებში ლუკ ტომპსონი (ბენედიქტი) და იერინ ჰა (სოფი ბეკი) მოგვევლინებიან. ასევე ვიხილავთ ახალ პერსონაჟს, ქეითი ლიუნგის განსახიერებით.

ბრიჯერტონი, ბრიჯერტონი მეოთხე სეზონი, Bridgerton Season 4, ლიკ ტომპსონი, იერინ ჰა

ფანტაზიას შეუძლებელი შეუძლია რეალობად აქციოს.

გამოჩნდებიან ენტონი (ჯონათან ბეილი) და ქეითი (სიმონ ეშლი), ასევე ვიხილავთ პენელოპასა და კოლინს, რომლებიც უკვე მშობლების როლს ირგებენ, და ელოიზასა და ფრანჩესკას, რომელთა პირადი ისტორიებიც სულ უფრო საინტერესო ხდება. როგორც ვიცით, ეს სეზონი განსაკუთრებით ემოციური და ვიზუალურად შთამბეჭდავი იქნება. სიუჟეტის ცენტრალური მოვლენა, ნიღბების მეჯლისი, მაყურებლისთვის კოსტიუმების დაუვიწყარ შოუდ იქცევა. ამასთან, უკეთ გავიცნობთ ბენედიქტის შინაგან სამყაროსა და ბუნებას.

ბრიჯერტონი, ბრიჯერტონი მეოთხე სეზონი, Bridgerton Season 4

გადაღებები 2025 წლის ივნისში დასრულდა, პირველი თიზერი Netflix-მა შობის დღესასწაულზე გამოაქვეყნა, ჩვენ კი, იანვრის ბოლოს დაველოდოთ.

Cover Photo: Liam Daniel/ Netflix

ზევით