ნინიკო ის გოგოა, პროექტებს გეგმავს და ჭერში აწყობს - ყოველ შემთხვევაში სხვები ასე ეუბნებიან.
თვითონ ჰგონია, რომ ის გოგოა, რომელსაც გეგმა არასდროს ჰქონია.
არც ორგანიზაციის შექმნა დაუგეგმავს და არც იმაზე უფიქრია, როგორია იყო მენეჯერი - თან კარგი... ამ სფეროში და ამ პოზიციაზე (დემოკრატიის ლაბორატორიის დირექტორი) კიდევ იმიტომ მოხვდა, რომ მოსწონდა ახალი რამეების გაგება, სხვადახსვა სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვა და თვალსაწიერის გაფართოება.
რას აკეთებს?
ამ კითხვაზე ერთი, ძალიან ლაკონიური პასუხი აქვს - ცხოვრობს. საქმე კიდევ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მუშაობა 17 წლისამ დაიწყო და მას მერე არ გაჩერებულა. იყო მკვლევარი, ჟურნალისტი, გრაფიკული დიზაინერი, პროექტების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გაყიდვების მენეჯერიც კი.
შუალედებში ხატავდა, მღეროდა და ფოტოებს იღებდა ბაბუამისის "ზენიტით".
ამბობს, რომ ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მიიყვანა კომუნიკაციებამდე, იმ აზრამდე, რომ ნებისმიერ პროდუქტს, სჭირდება სწორ აუდიტორიამდე, სწორ დროს, სწორი ფორმით მიტანა. დემლაბშიც ზუსტად ამას აკეთებს - უფრო სწორად, ერთად აკეთებენ.
ამ წუთას ნინიკოს ორგანიზაციაში 15 ადამიანია, რომელებიც ხედავენ ქვეყანაში არსებულ აქტუალურ გამოწვევებს და უპირისპირებენ კომუნიკაციის ხან კლასიკურ და ხანაც ექსპერიმენტულ ხერხებს.
რას აპირებს?
რაც აქამდე არ დაუგეგმავს, ახლა აანაზღაურა. უაახლოესი 5 წლის განმავლობაში შესასრულებელი, ყველა გეგმა ერთ გრანდიოზულ, საყოველთაო მიღწევაში, საზოგადოების (ან სულაც სამყაროს) გაუმჯობესებაში საკუთარი მცირე წვლილის შეტანას ემსახურება.
გეგმებში შედის და ზაფხულამდე უნდა და-LAUNCH-ოს:
• ციფრული პლატფორმა, მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის;
• აპლიკაცია დეზინფორმაციასა და Fake News-თან დასაპირისპირებლად;
• გამოცდილების გაზიარების კურსი გოგონების ეკონომიკური გაძლიერებისთვის;
• ღია სივრცე სადაც შეიგიძლია იმუშაო, იფიქრო და, რა თქმა უნდა, დაისვენო.
სამკაულის ბრენდი „ქრონოსი“ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის განსხეულებაა. ისტორია, რომელიც მუზეუმებში ინახება, ბრენდის მთავარი შთაგონებაა. აქ ყოველი დიზაინი თავისი ამბით გამოირჩევა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილი ატაროს.
ქართული ბრენდი Di Berbera დახვეწილობასა და ელეგანტურობას ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს. TheDiary-სთან ინტერვიუში ბრენდი დამფუძნებელი, დიანა ბერბერაშვილი Di Berbera-ს შექმნის ისტორიაზე, ხარისხის სტანდარტებსა და მომავალ კოლექციაზე გვიყვება.
ALLIE ქართულ მოდაში თამამი სილუეტებით, ვინტაჟური ელფერითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ბრენდის დამფუძნებელი ქართველი GOGO ელენე მიქავაა, რომლის კრეატიული ხედვა ქალის სიძლიერესა და სინაზეს უნიკალურ სტილში აერთიანებს.