ზენდაია THE DRAMA-ს ნიუ-იორკულ პრემიერაზე

ზენდაიას The Drama-ს ნიუ-იორკულ პრემიერაზე დენიელ როზბერის მიერ შექმნილი Schiaparelli-ის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კუტიურის კაბა ემოსა. მსახიობი ეგზოტიკურ ლურჯ ფრინველს უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ წითელ ხალიჩაზე მდგომ მსახიობს.

კაბის შექმნას 8000-ზე მეტი საათი დასჭირდა, რადგან მის ზედაპირზე 65 000 ბუმბული, ლურჯის 27 ელფერით, სრულად ხელით იქნა დაკერებული.

zendaya schiaparelli

Schiaparelli-ის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კუტიურის ფეხსაცმელი კაბის სტილს იმოერებს და ფრინველის თავის ფორმის წვერი აქვს.

schiaparelli shoes

The Drama-ს მსახიობს Tiffany & Co.-ს 44 კარატიანი საფირონის აქსესუარები ამშვენებს და ლუქს სრულყოფილ იერს სძენს. მაკიაჟი, რომელიც ერნესტო კასილიასმა შექმნა, კაბის ფერთა გამას იმეორებს, ვარცხნილობა კი, ჩვენი რედაქციის აზრით, ზენდაიას განსაკუთრებით უხდება და ურსულა სტივენის ნამუშევარია.

zendaya schiaparelli

ლუქი ზენდაიამ სტილისტ Law Roach-თან ერთად შექმნა.

ზევით