2026 წლის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციები
2026 წლის ზაფხულის მზის სათვალეების მთავარი ტენდენციებია მასიური ფორმები, სპორტული სტილის სათვალეები, თხელი მეტალის ჩარჩოები, cat-eye ფორმა და ფერადი ლინზები.
ზენდაიას სტილისტი ლო როუჩი თითქოს მოდის ღმერთებს გაურიგდა. სხვანაირად რთულია აიხსნას თითოეული ლუქი, რომელსაც ის ზენდაიასთვის ქმნის.
მსოფლიოში „ოდისეას“ პრეს-ტური მიმდინარეობს და მოდის მიმდევრებისთვის ფილმის პარალელურად მთავარი მოვლენა ზენდაიას წითელი ხალიჩის ლუქებია.
ჩვენი ყურადღება ჯერ ლონდონის პრემიერამ მიიპყრო, სადაც მსახიობი Schiaparelli-ის კუტიურ კაბით გამოჩნდა. დენიელ როუზბერის უახლესი კოლექციის კაბა პოდიუმიდან პირდაპირ პრემიერაზე მიუტანეს მსახიობს.

ვისაც წუხელ არ გეძინათ, უკვე ნახავდით; ჩვენ კი ცოტა ხნის წინ გავიღვიძეთ და ინსტაგრამი, პირდაპირი მნიშვნელობით, ზენდაიას მორიგი გამოჩენით დაგვხვდა „აფეთქებული“. ამჯერად მსახიობი მითიურ ფრინველს ჰგავდა.

პარიზის პრემიერაზე ზენდაიამ Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის გაზაფხულის კოლექციის ლუქი მოირგო. კაბა ალექსანდერ მაკქუინის პირველი კოლექციიდანაა, რომელიც მან Givenchy-ისთვის შექმნა. კოლექციას „The Search for the Golden Fleece“ ერქვა და ბერძნული მითოლოგიით, კერძოდ, იასონისა და არგონავტების ამბით იყო შთაგონებული.
![]() |
![]() |
კაბა თავისთავად შესანიშნავია, მაგრამ ამ ლუქის მთავარი აქცენტი ფილიპ ტრეისის ოქროს თავსაბურავია, რომელიც გვიქმნის ილუზიას, თითოქს ზენდაია ეს ესაა მითოლოგიური სამყაროდან გადმოვიდა.
