ვინტაჟის ტრიუმფი კინო დაჯილდოებების წითელ ხალიჩაზე

წითელ ხალიჩაზე მოდის სახლების უახლესი კოლექციების დომინირების ეპოქა ნელ-ნელა სრულდება. 2026 წლის კინო დაჯილდოების სეზონის დასაწყისშივე აშკარაა, რომ ვარსკვლავებისთვის ვინტაჟური ლუქები უფრო მიმზიდველი გახდა.

Jennifer Lopez in Jean-Louis Scherrer

ვინტაჟურ მაღაზიებში სიარული და განსხვავებული სამოსის ძიება დღეს მთელი მსოფლიოს ახალი ჰობია, ცნობილ ადამიანებს კი განსაკუთრებული იმიჯის შექმნაში პროფესიონალი სტილისტები ეხმარებიან. ჰოლივუდის სტილისტების შეუდარებელი გემოვნება კინო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოებების წითელმა ხალიჩამაც დაადასტურა.

 

Odessa A'zion in vintage Dolce & Gabbana

წლის პირველ ღონისძიებებზე რამდენიმე გამორჩეული არქივული ლუქი ვიხილეთ. „ოქროს გლობუსის“ ხალიჩაზე ჯენიფელ ლოპესი ჟან-ლუი შერერისა და კრისტიან ლუბუტენის ვინტაჟურ ლუქში გამოჩნდა. ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა, ოდესა ა'ზიონმა კი Dolce & Gabbana არქივული სამოსი და პანდორას სამკაული მოირგო.

ამალ კლუნი, ჯორჯ კლუნი, ოქროს გლობუსი 2026, Amal Clooney, George Clooney, Golden Globe 2026 red carpet

წითელ ხალიჩაზე ვინტაჟური ოტ კუტურით გამოჩნდა ამალ კლუნი, რომელსაც Balmain-ის 1957 წლის შემოდგომის კოლექციის წითელი კაბა ეცვა. ლორი ჰარვი რობერტო კავალის 2002 წლის ზაფხულის კოლექციაში იყო გამოწყობილი, ხოლო საბრინა ელბა Guy Laroche-ის 2002 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კაბაში წარსდგა წითელ ხალიჩაზე.

ლორი ჰარვი, Lori Harvey, Golden Globe 2026, ოქროს გლობუსი 2026 Sabrina Elba, საბრინა ელბა, ოქროს გლობუსი 2026, Golden Globe 2026

მსახიობი ელ ფენინგი პალმ სპრინგსის ფესტივალზე Nettie Rosenstein-ის კაბით, Critics' Choice Awards-ზე კი Ralph Lauren-ის 2003 წლის კოლექციით წარსდგა. კაილი ჯენერმა ამავე ღონისძიებაზე არჩევანი Versace-ს 1996 წლის მოდელზე შეაჩერა, მაკენა გრეისმა კი Vera Wang-ის 2000-იანების კაბა გააცოცხლა.

Elle Fanning, ელ ფენინგი, critics choice awards 2026
ელ ფენინგი Critics' Choice Awards-ზე. Ph: Getty Images

ეს ტენდენცია მხოლოდ სილამაზეს არ უკავშირდება. ტანსაცმლის ინდუსტრია და მისი მიწოდების ჯაჭვი გარემოზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ ვინტაჟის პოპულარიზაცია სამოსის ხელახალი გამოყენების იდეას უჭერს მხარს.

Kylie jenner, კაილი ჯენერი, Critics Choice Awards 2026
კაილი ჯენერი Critics' Choice Awards-ზე. Ph: Getty Images

როდესაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები საჯაროდ ირჩევენ ათწლეულების წინანდელ მოდელებს, ისინი ვინტაჟს მთავარ ტრენდად აქცევენ და გვაჩვენებენ, რომ მოდა შეიძლება იყოს როგორც ფუფუნების საგანი, ისე პასუხისმგებლობიანი არჩევანის პროპაგანდა.

მაკენა გრეისი, Critics Choice Awards 2026
მაკენა გრეისი Critics' Choice Awards-ზე. Ph: Getty Images

ამის საუკეთესო მაგალითი, წითელი ხალიჩის გარდა, ნიუ-იორკის ახალი პირველი ლედი, რამა დუვაჯია, რომელიც ინაუგურაციაზეც კი ნათხოვარი, ვინტაჟური ლუქებით გამოჩნდა. ასე რომ, ბუნებაზე ზრუნვა წელს მთავარი გზავნილია.

ზევით