ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ვიქტორია ბექჰემისა და Gap-ის პირველი კაფსულა კოლექცია 24 აპრილს გამოვიდა და ექსკლუზიურად Gap-ის პლატფორმებსა და შერჩეულ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.
კოლექციაში 38 ნივთია წარმოდგენილი, მათ შორის ჯინსი, პერანგი, ქურთუკი, მაისური, სპორტული სტილის ზედა, ჰუდი და ყოველდღიური სამოსი. ფასები დაახლოებით 34 დოლარიდან 328 დოლარამდე მერყეობს.
Gap × Victoria Beckham hooded pullover jacket
|
Gap × Victoria Beckham pleated Arc trousers
|
კოლექციის მთავარი იდეა Gap-ის ყველაზე ცნობილი ნივთების ვიქტორია ბექჰემის დიზაინით განახლებაა. Gap-ის ყოველდღიურ სამოსს დაემატა ბექჰემის ბრენდისთვის დამახასიათებელი დეტალები. რამდენიმე ნივთზე Victoria Beckham-ის ინიციალები წითელი ნაკერით არის დატანილი, Gap-ის კლასიკური მაისურები და hoodie-ები კი Victoria Beckham-ის ლოგოთი განახლდა.
Gap × Victoria Beckham French Terry Hoodie
|
Gap × Victoria Beckham Parka Jacket
|
კოლექციაში გამოყენებულია Gap-ის 1980-იანი და 1990-იანი წლების სილუეტებიც, რაც განსაკუთრებით ჯინსებში, ლოგოიან მაისურებსა და სპორტული სტილის ქურთუკებში ჩანს.
ჯინსი კოლექციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბექჰემის თქმით, denim Gap-ის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ თანამშრომლობა სწორედ აქედან დაიწყო.
Gap × Victoria Beckham Arc jeans
|
Gap × Victoria Beckham poplin shirt
|
Gap × Victoria Beckham Arc jeans
|
Gap × Victoria Beckham poplin shirt
|
Gap-თან თანამშრომლობით ვიქტორია ბექჰემის სამოსი ფართო აუდიტორიისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კოლექცია მისთვის დამახასიათებელ სიზუსტეს და მინიმალიზმს ინარჩუნებს, თუმცა Gap-ის ფასითა და ყოველდღიური ფორმატით არის წარმოდგენილი.
