1985 წელს ვალენტინო გარავანიმ მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის სადებიუტო კოლექცია, მილანში წარადგინა. ოცდათვრამეტი წლის შემდეგ, კრეატიული დირექტორი პიერპაოლო პიჩოლი პატივს მიაგებს ვალენტინოს მემკვიდრეობას არა მხოლოდ მილანში დაბრუნებით, არამედ მამაკაცის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას იმავე ადგილას - Università degli Studi di Milano Statale-ში წარდგენითაც.
პიერპალო პიჩოლიმ კიდევ ერთხელ გააკეთა ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის, დიზაინერმა ოსტატურად გააერთიანა მამაკაცური და ქალური სტილი, იდეალურად მორგებული პიჯაკებითა და სილუეტს მიყოლილი შარვლებით, პიჩოლიმ გაზაფხული/ზაფხულის სეზონებისთვის შესაფერისი ყვავილების მოტივებით შეამკო.
ფერთა შეხამების მოულოდნელმა გადაწყვეტამ, კოლექცია ერთი ორად აამაღლა, კლასიკურ თეთრი და შავი ფერები პოდიუმზე მალევე ჩაანაცვლეს ისეთმა ძლიერმა გრადაციებმა, როგორებიცაა: როგორიცაა სამეფო ლურჯი, ცეცხლოვანი წითელი და დიზაინერისა და მოდის სახლის ხელწერა PP ვარდისფერი.
ეს იყო ფორმალური და ყოველდღიური ტანსაცმლის ჰარმონიული ნაზავი
ჩვენება სახელწოდებით Valentino: The Narratives, პიერპალო პიჩოლისთვის Valentino-ს მოდის სახლის შესახებ განსხვავებული ისტორიების თხრობის შესაძლებლობად იქცა. ჩვენებას წინა რიგებიდან თვალს მსოფლიოს დონის ვარსკვლავები ადევნებდნენ, პოდიუმზე მოდელების მიმოცვლას კი ბრიტანელი მომღერალი Labrinth აფორმებდა მუსიკალურად.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.