#მოდა

საჩუქრის ჩუქების ხელოვენება – TRÉSOR ADVENT CALENDAR

გაზიარება:

სამკაული საუკუნეების განმავლობაში იყო თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამავდროულად ძლიერი საშუალება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამკაულების ბრენდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ – შექმნან ისეთი კოლექციები, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემს, საკუთარი თავი თამამად და ლაღად გამოხატოს.

tresor, სამკაული, საახალწლო კალენდარი, advent calendar, ლიკუნა მეტრეველი

ეს რომ შესაძლებელია, ბრენდი Trésor 2020 წლიდან ამტკიცებს, რომლის კოლექციებსაც, ისევე როგორც ადამიანის ფანტაზიას, საზღვრები არ აქვს. ბრენდი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს, ექსპერიმენტებს ატარებს და საკუთარ უნიკალურ სტილს თავად ქმნის. 

tresor, სამკაული, საახალწლო კალენდარი, advent calendar

ამ ფილოსოფიას გამოხატავს ბრენდის მთავარი გზავნილიც – „მოექეცი ყურადღების, სიხარულისა და მშვენების ცენტრში“. Trésor-ის სამკაულები ადამიანებს ეხმარება, ყოველდღიურობაში თავი განსაკუთრებულად იგრძნონ, განწყობის მიხედვით აირჩიონ სხვადასხვა კოლექციის აქსესუარები და ნებისმიერი ლუქი სრულყოფილი გახადონ.

tresor, სამკაული, საახალწლო კალენდარი, advent calendar, ლიკუნა მეტრეველი, ანი ლოლაძე tresor, სამკაული, საახალწლო კალენდარი, advent calendar, ლიკუნა მეტრეველი

ბრენდის ხედვით, მთავარი არა სამკაული, არამედ ის ადამიანია, ვინც მას ატარებს. სამკაულების ბრენდი კი მხოლოდ ის ინსტრუმენტია, რომელიც თვითგამოხატვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.

 

Advent calendar

სადღესასწაულო სეზონისთვის გალერეა Trésor ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრის ჩუქების ხელოვნებას აზიარებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური Advent Gift Calendar – სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც ნივთებზე მეტად ემოციებს აერთიანებს.

tresor, სამკაული, საახალწლო კალენდარი, advent calendar

Advent Gift Calendar მოიცავს 7 ძირითად საჩუქარს – 7 სამკაულს, ყოველდღე განსხვავებული განწყობის შესაქმნელად და მე-8 Special Gift განყოფილებას, სადაც დამატებითი სიურპრიზი გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს შარფი, ზარდახშა, საძილე ნიღაბი ან თმის აქსესუარი.

tresor, სამკაული, საახალწლო კალენდარი, advent calendar

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი კომერციულ მიზნებს არ ემსახურება და ბრენდის მადლიერების ჟესტს წარმოადგენს ერთგული მომხმარებლების მიმართ. სწორედ ამიტომ, Trésor სადღესასწაულო ნაკრებზე 50%-იან სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებს.

 

დეკემბრის განმავლობაში Trésor მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებითა და შეთავაზებებით ანებივრებს. ახალი კოლექციები და Advent Gift Calendar შეგიძლიათ ნახოთ Trésor-ის ვებგვერდზე ან ფიზიკურ მაღაზიებში, რომლებიც თბილისისა და ბათუმის მთავარ სავაჭრო ცენტრებშია წარმოდგენილი.

ზევით