რატომ დგას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული სკანდალის წინაშე
გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ძვირი ბილეთები, ექსტრემალური სიცხე და ებოლას საფრთხე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიული სკანდალის წინაშე აყენებს.
The Naked Dress, ანუ „შიშველი კაბა“ დიდი ხანია, წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია. ამ ტრენდს მართლაც დიდი ისტორია აქვს, დაწყებული მერილინ მონროს ლეგენდარული კაბიდან, რომელიც მსახიობს ჯონ კენედის დაბადების დღეზე ეცვა, დამთავრებული შერის ცნობილი ლუქით Met Gala-ზე. გამჭვირვალე, მინიმალისტური და თამამი კაბები ბოლო დროს კინოსა და მუსიკის ახალგაზრდა ვარსკვლავებმაც მოირგეს.
მარგო რობი
ახალი ფილმის, A Big Bold Beautiful Journey-ის პრემიერაზე, ლონდონში, მარგო რობიმ დაუვიწყარი მომენტი შექმნა. მსახიობმა, რომელიც წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ელეგანტური სტილით გამოირჩევა, ამჯერად თამამი არჩევანი გააკეთა და Armani Privé-ს 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის გამჭვირვალე კაბა მოირგო. ამით მან პატივი მიაგო დიზაინერ ჯორჯო არმანის, რომელიც 4 სექტემბერს გარდაიცვალა.
![]() |
![]() |
კაბა ნამდვილი შედევრი იყო, მარგალიტებითა და ყვავილებით მოქარგული, რაც იმდენად დახვეწილად გამოიყურებოდა, რომ ილუზია იქმნებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მარგოს კანზე იყო დახატული. მარგოს ლუქი მხოლოდ სექსუალური არ ყოფილა, როგორც ეს „შიშველი კაბის“ ტრენდს ახასიათებს, არამედ ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, დახვეწილობისა და მოხდენილობის განსახიერება იყო.

ტეიტ მაკრეი
პოპ-ვარსკვლავმა ტეიტ მაკრეიმ ამ ტრენდის საკუთარი ვერსია MTV Video Music Awards-ის (VMAs) დაჯილდოებაზე Ludovic de Saint Sernin-ის თეთრი კაბით წარმოადგინა. გრძელი კაბა წელზე ამოჭრილი იყო, ქვედა ნაწილი კი სრულიად გამჭვირვალე. ფეხზე პოპ-ვარსკვლავს Stuart Weitzman-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
![]() |
![]() |
მაკრეის სტილისტმა განაცხადა, რომ ლუქი შურისძიებით სავსე ქალით იყო შთაგონებული. მომღერალმა, რომელიც სცენაზეც და მის მიღმაც სითამამით გამოირჩევა, ეს სტილი თავდაჯერებულად მოირგო და ამისთვის იდეალური ადგილი, VMAs-ის წითელი ხალიჩა შეარჩია.
დაკოტა ჯონსონი
დაკოტა ჯონსონი გამჭვირვალე კაბების დიდი მოყვარულია. ნიუ-იორკში, Kering Foundation-ის სადილს მსახიობი ბოჰემური და სექსუალური სტილის კომბინაციით შექმნილი Gucci-ის კაბით დაესწრო.
![]() |
![]() |
მისი გრძელმკლავიანი, მაღალყელიანი კაბა წვრილი, გამჭვირვალე მაქმანისგან იყო შექმნილი, რომელიც მის სხეულს მთლიანად ეკვროდა. ყვავილების დეტალები ტატუს ჰგავდა და დრამატულ ეფექტს ქმნიდა. ეს ლუქი ვიქტორიანული ელეგანტურობისა და თანამედროვე სტილის იდეალური ნაზავი გამოდგა.