THEDIARY COVER STORY: გვანცა მაჭარაძე და შეუცვლელი სამკაული TRÉSOR

TheDiary-ს ქავერ გოგო გვანცა მაჭარაძეა, რომელიც როგორც ყველა თანამედროვე ქალი, მუდმივ მოძრაობაშია – იცვლის დღის რიტმს, განწყობასა და სამოსს. თუმცა გვანცას სტილში ერთი დეტალი უცვლელი რჩება და ეს Trésor-ის სამკაულია.

გვანცა მაჭარაძე, Gvantsa Macharadze, Tresor, The Diary

Trésor – ბრენდი, რომელიც სტილის ნაწილად იქცა

ტრესორი სამკაულების სამყაროში 2020 წელს გამოჩნდა და მალევე იქცა იმ ბრენდად, რომელიც ყოველდღიურ ელეგანტურობასთან ასოცირდება. Trésor არ ქმნის მხოლოდ სამკაულს, ის ქმნის განწყობას, რომელიც ორგანულად ერწყმის თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესს.

2025 წლამდე Trésor გალერეის სტატუსით ფუნქციონირებდა და მომხმარებელს ქალის სამკაულების არაერთ საერთაშორისო ბრენდს სთავაზობდა. თუმცა 2025 წელი ბრენდისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან Trésor-მა ახალი ეტაპი დაიწყო. განახლდა ვიზუალური იდენტობა და ჩამოყალიბდა უფრო მკაფიო სტრატეგია, რომელშიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა.

ამ ტრანსფორმაციის ყველაზე თვალსაჩინო შედეგია Brandsfield – ახალი კონცეფცია, რომელიც ქართულ ბაზარზე Smart Luxury-ს იდეას ნერგავს.

გვანცა მაჭარაძე, სამკაული, აქსესუარი

Brandsfield-ში მთავარია სამკაულის გონივრული არჩევანი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს. მინიმალისტური და არქიტექტურული ფორმები თუ დეტალებზე ფოკუსი ქმნის ე.წ. Less is More ესთეტიკას, რომელშიც დიზაინი, ხარისხი და ხელმისაწვდომობა ჰარმონიულად ერთიანდება. Luxury კი გამოიხატება კომფორტში, გამძლეობასა და მდგრად დიზაინში, რომელიც ტრენდებზე მაღლა დგას.

გვანცა მაჭარაძე, სამკაული, აქსესუარი

Brandsfield-ის სივრცეებში წარმოდგენილია როგორც ქალისა და კაცის, ასევე უნისექს კოლექციები. თითოეული დიზაინი იქმნება იმ იდეით, რომ სამკაული არა მხოლოდ აქსესუარი, არამედ პიროვნული სტილის გაგრძელება და ის ნივთია, რომელიც ბუნებრივად ერგება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებას, ისე განსაკუთრებულ მომენტებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediary.ge)

Brandsfield-ის მულტი-ბრენდ სელექციაში ერთიანდება ევროპული და აზიური ბრენდები MORELLATO (იტალია), HOXTON LONDON (ინგლისი), THOMAS SABO (გერმანია), ANIW (საბერძნეთი), NUY NUY (კორეა) და DISI (ესპანეთი).

გვანცა მაჭარაძე, სამკაული, აქსესუარი

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საკუთარი დიზაინების წარმოება ჰონგ კონგსა და იტალიაში დაიწყო. ხოლო ბრენდის ინოვაციურობაზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს Trésor ქართული სამკაულებისა და აქსესუარების ბაზარზე მამაკაცებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

 

გვანცა მაჭარაძე, Gvantsa Macharadze, Tresor, The Diary

Trésor The Diary Concept House-ში

Brandsfield-ის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია Morellato-ს – ერთ-ერთ წამყვან იტალიურ ბრენდს სამკაულების სფეროში, რომელიც ტრადიციულ იტალიურ ხელოვნებას თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს. ბრენდის აქსესუარები გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინითა და ხარისხიანი მასალებით. კოლექციებში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადი, ვერცხლი და ბუნებრივი ქვები.

​​​​გვანცა მაჭარაძე, Gvantsa Macharadze, Tresor, The Diary

 

Morellato-ს ზამთრის კოლექციის პრეზენტაცია The Diary Concept House-ის დახურულ ჩვენებაზე გაიმართა, სადაც კოლექცია გვანცა მაჭარაძემ წარუდგინა საზოგადოებას.

მომხმარებლებს კი ახალი კოლექციების შეძენა 15 დეკემბრიდან ყველა ფილიალში შეუძლიათ. Brandsfield-ის ზონები დაგხვდებათ თბილისისა და ბათუმის მთავარი სავაჭრო ცენტრების Trésor-ის ფილიალებში, ხოლო საბურთალოს City Mall-ში Brandsfield დამოუკიდებელი კუნძულის ფორმატითაა წარმოდგენილია.

 

გვანცა მაჭარაძე, Gvantsa Macharadze, Tresor, The Diary

სამომავლო გეგმები

ტრესორი არ ჩერდება და ბრენდი სამომავლოდ ლოკალურ გაფართოებასთან ერთად, ექსპორტზე ორიენტირებასა და ევროპული ბაზრების ათვისებას გეგმავს. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ ევროპულ ქვეყანასთან და აქტიური სამუშაოები გლობალურ ონლაინ-პლატფორმებზე გასასვლელად.

გვანცა მაჭარაძე, Gvantsa Macharadze, Tresor, The Diary

 

Trésor ის ბრენდია, რომელიც მუდმივად ეხმიანება მსოფლიო ტენდენციებს და ამავდროულად ქართულ ბაზარზე აქტუალურ დიზაინს გვთავაზობს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რჩება იგი ასეთ მოთხოვნად და პოპულარულ ბრენდად.

გვანცა მაჭარაძე, Gvantsa Macharadze, Tresor, The Diary

ზევით