2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კაბების მთავარი ტრენდები

გაზაფხულსა და ზაფხულს შორის გარდამავალ პერიოდში კაბა კვლავ სეზონის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად რჩება. 2026 წლისთვის ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა:

1. ასიმეტრიული კაბები

Yohji Yamamoto Spring Valentino
Yohji Yamamoto  Valentino

ასიმეტრიული კაბები ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. მათში 1990-იანი წლებისა და 2000-იანი წლების დასაწყისის გავლენა მკაფიოდ ჩანს, ამიტომ ეს სტილი მილენიალებისთვის კარგად ნაცნობია. თუმცა, თანამედროვე ვერსიებში კი ეს სილუეტები მეტად დახვეწილია.

კაბა

Gaze De

ყიდვა

2. ფრინჯები

michael kors SS 2026
Michael Kors SS 2026 RTW

ფრინჯი ამ სეზონზე უფრო დახვეწილი სახით ბრუნდება. ის კაბას მოძრაობას სძენს, მაგრამ სილუეტს არ ტვირთავს. Ferragamo-სა და Michael Kors-ის კოლექციებში ეს დეტალი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო.

Paula

PAULA 

ყიდვა

3. ფემინური სტილი

Zimmermann Spring 2026 Ready-

ფემინურობა კვლავ ტრენდშია. თამამად აირჩიეთ კაბები, რომლებიც თქვენს ფორმებს გამოკვეთს. ნუ შეგეშინდებათ ნაზი ფერებისა და ჰაეროვანი ქსოვილების. მას შემდეგ, რაც დემნამ Balenciaga დატოვა, უფორმო სამოსმა აქტუალობა დაკარგა.

კაბა

Bananhot

ყიდვა

4. სპორტული სტილი

Chloé SS26 womenswear

სპორტული სტილის გავლენა ამ სეზონზე აშკარად იგრძნობა და ის კაბებშიც გამოჩნდა. პრაქტიკული დეტალები აქ ქალურ სილუეტებთან ერთიანდება. Chloé-სა და Saint Laurent-ის კოლექციებში ეს მიმართულება განსაკუთრებით მკაფიო იყო. ფემინური ფორმები ფუნქციურ მასალებსა და ზუსტ კონსტრუქციას ერწყმის. შედეგად, კაბა ერთდროულად კომფორტულიც არის და პრაქტიკულიც.

ზევით