უკვე იცით, რომ კვირაში ერთხელ, Signature Look-ში ცნობილი ინფლუენსერების "მოდურ ხელწერას" გაცნობთ. ამჯერად, საახალწლო ინსპირაციისთვის გამორჩეულ Look-ს The Diary-ის რჩეული IT გოგო - მარიამ კუხალაშვილი გვთავაზობს, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს.
New Year's Signature Look by Mariam Kukhalashvili
მარიამი საკუთარ სტილს არც სადღესასწაულოდ ღალატობს და Old money ესთეტიკის Look-ს წარმოგვიდგენს, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც შავ და ოქროსფერ ფერებში გადაწყვეტილი ვინტაჟური ზედაა. მსგავს აითემს დედის, ან ბებიის გარდერობში თუ აღმოაჩენთ, ან ვინტაჟურ მაღაზიებს თუ დაუვლით.
მსგავსი სტილი Saint Laurent-ის ვინტაჟურ კოლექციებშიც ხშირად გვხვდება.
ზედატანი მარიამმა Massimo Dutti-ის თეთრ შარვალს და შავ ფეხსაცმელს შეუხამა. მოსასხამად კი The Frankie Shop-ის ხელოვნური თეთრი ქურქი შეარჩია, რომელსაც CELINE-ის მზის სათვალე შეუხამა.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.