Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ახალი რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები შემოგვთავაზებენ.
ამჯერად საკუთარ მოდურ ხელწერას ჩვენი რჩეული IT გოგო გაგვანდობს. She is her own muse და არავის უკვირს, რატომ?! ლეკა მიქაძის ესთეტიკა გამორჩეულად დახვეწილი და ჭკვიანურია. ეს ის გოგოა, რომლის ფიდიდანაც ჩვენი სურვილების სიაში თითქმის ყველაფერი ხვდება.
Digital creator-ის კონტენტი უწყვეტი ინსპირაციის წყაროა.
ლეკას Look-ების მთავარი ხიბლი სხვადასხვა სტილის აითემების სინთეზია, რაც საბოლოო ჯამში მის უნიკალურ ესთეტიკას ქმნის. The Diary-თვის ლეკას მიერ შექმნილ Signature Look-ში ისეთი ბრენდები ხვდება, როგორებიცაა The Frankie shop, THE ATTICO, DeMellier, Bared footwear და Celine eyewear.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.