პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ეიფელის კოშკის ციალის ქვეშ, ენტონი ვაკარელომ Saint Laurent-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. გასული სეზონის კოლექციისგან განსხვავებით, რომელშიც ვაკარელომ ჩაცმის ძლიერი სტილი განსაზღვრა და 80-იანი წლების მოდას თანამედროვე ადგილი მოუძებნა, დიზაინერმა ხედვა ახალი რაკურსით მიმართა და ყურადღება სტრუქტურასა და სიმარტივეზე გაამახვილა.
Saint Laurent-ის კრეატიული გენიოსის შთაგონებად, მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროში პირველ მერცხლებად მოვლენილი ქალები, ამელია ერჰარტი (ავიაცია) და ადრიენ ბოლლანდი (ავტორბოლა) იქცნენ. მთლიანობაში, Saint Laurent SS24 კოლექცია მამაკაცურობისა და ქალურობის შერწყმას წარმოადგენდა, რაც ენტონი ვაკარელოსგან წარსულშიც არა ერთხელ გვინახავს. დიზაინერი გასული ღამის ჩვენებით თითქოს თავის საწყისს დაუბრუნდა და აქცენტი თანამედროვე ქალზე გაამახვილა (თუმცა ცხადია, ვაკარელოს ქალური, რბილი ელეგანტურობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობად არ უნდა მივიჩნიოთ).
კოლექციის 49 ლუქიდან, თითქმის ყველა მათგანმა მოახერხა სენ ლორანის კლასიკური სილუეტების გაცოცხლება (მათ შორის კაფტანის სტილის კაბები). რა თქმა უნდა, ვაკარელომ საკუთარი ესთეტიკაც შემატა სილუეტებს და მოდის სახლისთვის დამახასიათებელი, კრემისფერი აგურისფერი წითლით ჩაანაცვლა, ყვითელს კი ღრმა ოქროსფერი შემცვლელი მოუძებნა.
„(ამ კოლექციის) პოზიცია პრაგმატულია, მაღალი მოდით ინსპირირებული ფორმები და უფრო თავისუფალი სილუეტებით, ვიდრე წინა სეზონებში“.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.