სამხრეთ პორტუგალიაში, ფერმის ნანგრევებზე უზარმაზარი კურორტია გაშენებული. Quinta do Lago გასული საუკუნიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში ხელიდან-ხელში გადადიოდა. დღეს კი მას ირლანდიელი მილიარდერი, დენის ო'ბრაიანი განაგებს.
იტალიურ ფიჭვებში ჩაფლული Quinta do Lago ალგარვეში, Ria Formosa-ს ნაკრძალში მდებარეობს. ის ძვირფას რესტორნებს, გოლფის მოედნებს, სპორტულ კლუბებს, სასტუმროს, კერძო სახლებსა და ქვიშის სანაპიროს მოიცავს. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დროის გატარებაა შესაძლებელი.
Quinta do Lago ევროპის მოწინავე გოლფის კურორტია
Quinta do Lago მაღალი ხარისხის რესტორნებითაა ცნობილი. კურორტი ყველა ტიპის მომსახურების მიღების შანსს იძლევა. რესტორნების ნაწილში დაგხვდებათ მშვიდი, ფორმალური გარემო, შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში უყუროთ მსოფლიოს სპორტულ მატჩებსა და ჩემპიონატებს. შეფები ხმელთაშუა ზღვის ცოცხალ პროდუქტებს, შეშაზე გამომცხვარ პიცას, ჯანსაღ სალათებსა და დესერტებს გვთავაზობენ.
Gigi's Bar
აზიური სამზარეულოს მოყვარულებისთვისაც უამრავი შეთავაზებაა. აქვეა სტეიკის სახლები, ტრადიციული პორტუგალიური და ვეგეტარიანულ/ვეგანური სამზარეულოები. ყველა მათგანს უნიკალური ხედი და გარემო გამოარჩევს.
რესტორანი Dano's
საოჯახო რესტორანი Dano’s კი, LUX Life Magazine-მა 2020 წელს ალგარვეს საუკეთესო ბარ-რესტორნადაც კი დაასახელა. რესტორანი Quinta do Lago-ს მთავარი სპორტული ცენტრის, The Campus-ის შუაგულში მდებარეობს. მენიუში შეხვდებით ადგილობრივ სეზონურ კერძებს. ინტერიერი კი ელეგანტური, ვინტაჟური და მდიდრული ავეჯით, ორნამენტებითა და დეტალებითაა გაფორმებული.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.