ტრენდები იცვლება სეზონიდან სეზონამდე, მათ ცვლილებებს კი აქტიურად ვადევნებთ თვალს როგორც მოდის ჩვენებებზე, ასევე ქუჩის მოდაში, თუმცა არის სამოსი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და მათ შორის არის შავი ტყავის (დღეს კი ეკო ტყავის) ქურთუკი.
ბაიკერის საკულტო ქურთუკი რომ არასდროს კარგავს აქტუალობას, ამაზე მოდით ყველა ერთხმად შევთანხმდეთ, თუმცა მან 2022 წლის შემოდგომაზე ტრენდული ლუქის აუცილებელი ელემენტის როლი მოირგო. ასე რომ, თუკი თქვენს გარდერობში ტყავის ქურთუკი საპატიო ადგილას არ იკავებს, მაშინ დროა გარდერობის განახლებაზე იფიქროთ.
ქუჩის სტილი, ჰეილი ბიბერი ტყავის ბომბერ ქურთუკში
ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ვეძებეთ ამა თუ იმ ონლაინ მაღაზიებში, თქვენთვის ტყავის ქურთუკის საუკეთესო ვერსიები შევარჩიეთ. შეგახსენებთ, შავი პარასკევის კვირეული დაიწყო და შესაძლოა თქვენთვის სასურველი ლუქი ძალიან ხელსაყრელ თანხაშიც კი შეიძინოთ.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.