ალბათ, შეამჩნევდით, რომ 42 წლის ამერიკელი მსახიობის, ქეითი ჰოლმსის სახის კანი ყოველთვის საოცრად ჯანსაღად გამოიყურება, ქეითის კანი ყოველთვის საკმარისად დატენიანებული, მბზინავი და თვალისმომჭრელია. უახლეს ინტერვიუში მსახიობმა სილამაზის საიდუმლოებზე ისაუბრა და რამდენიმე რჩევაც გაგვიზიარა.
პირველ ყოვლისა, ქითიმ ცხოვრების სტილის აპექტებზე ისაუბრა, რომლებიც განსაკუთრებულად აისახება მისი სახის კანის სიჯანსაღეზე. „დღის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს ვსვამ და ყოველთვის მივირთმევ ბოსტნეულს, რათა ჩემი კანი რაც შეიძლება ჯანსაღი იყოს. სახეს ყოველ დილას და საღამოს ვიბან, ყოველთვის ვატარებ ჰიალურონის შრატსა და დამატენიანებელ საცხს“.
სახლიდან გასვლამდე ყოველთვის ვისვამ SPF დამატენიანებელსა და ტუჩის გლოსს
ჰოლმსმა აღიარა, რომ ის Dr. Barbara Sturm-ის სახის მოვლის ხაზის დიდი გულშემატკივარია, ბრენდის, რომელიც არა ერთმა ცნობილმა სახემ შეიყვარა. მსახიობი განსაკუთრებით Dr. Barbara Sturm-ის ჰიალურონის შრატზე, მათეთრებელ შრატსა და სახის დამატენიანებელზეა შეყვარებული, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.