რიკარდო ბოფილი ცნობილი ესპანელი არქიტექტორია, რომელმაც ახალი სამშენებლო ტექნიკა დანერგა და შეძლო, რომ შეექმნა არაჩვეულებრივი სინთეზი კლასიკურსა და თანამედროვე არქიტექტურას შორის. იგი შთაგონებული გახლდათ ლუი XIV-ის ექსტრავაგანტური ეპოქის ბრწყინვალებითა და სიკაშკაშით.
La Fábrica
1960-იან წლებში რიკარდო ცნობილი ხდება განსხვავებული არქიტექტურული მიდგომით, რომელმაც არქიტექტურის სფეროში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. რაც ყველაზე მთავარია, რიკარდოს საქმიანობა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებსაც ეხებოდა. დღესდღეობით, რიკარდოს სახელი ასოცირდება პოსტმოდერნისტულ მოძრაობასთან, რაც სრულიად უპირისპირდება მოდერნისტულ წესებს და ეს მოძრაობა იწყებს ახალი ფორმებისა თუ სტუქტურების გამოძერწვას იმდროინდელ არქიტექტურაში.
Walden 7Walden 7
ლოგიკურიც არის რიკარდოს მიერ ამ სტილის არჩევა და განვითარება, რადგან ხელოვანის ბუნება ყოველთვის შეგვიძლია დავაკავშიროთ მათ შემოქმედებასთან. რიკარდოს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ და გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იგი ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გამოძევებული იქნა მისი მემარცხენეული შეხედულების გამო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რეჟიმის პირობებშიი ცხოვრებას, გასაკვირიც აღარ იქნება ის ფაქტი რომ მან თავისი შემოქმედებაც დაუპირისპირა იმდროს გამეფებულ მოდერნიზმს და წამოიწყო საპირისპირო და რადიკალური პროექტები, რომელიც პოსტმოდერნიზმის ჭრილში გამოიხატა.
Les Espaces d’AbraxasLa Muralla RojaLes Espaces d’Abraxas
ბარსელონადან წამოსული რიკარდო სწავლას შვეიცარიაში ასრულებს და 1963 წელს, 23 წლის ასაკში აარსებს Ricardo Bofill Taller de Arquitectura-ს. სტუდია დაფუძნებული გახლდათ თანამშრომლობაზე და ეს იყო სივრცე სადაც არქიტექტორები, ინჟინრები, მწერლები და სოციოლოგები ქმნიდნენ ექსპერიმენტულ დიზაინებს.
XanadùXanadù
მათი მიზანი მხოლოდ არქიტექტურული შედევრების შექმნა არ გახლდათ, მათ ასევე სურდათ, რომ მოეგვარებინათ ურბანული დაგეგმარების პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ჩნდებოდა ესპანეთის პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში. რიკარდო ბოფილის არქიტექტურა, შეიძლება შევადაროთ პეიზაჟებს. თავად არქიტექტურის სილამაზე და ფორმათა არაორდინალურობა საშუალებას გვაძლევს რომ აღვიქვათ ,,შენობა’’ არა როგორც ცალკე მდგომი არქიტექტურული ნამუშევარი არამედ, როგორც პეიზაჟის ნაწილი, რომელშიც მისი თითოეული ფორმა და ფერი იღვრება.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.