#მოდა

ბაქოში MBFW-ის მეორე სეზონი დასრულდა

გაზიარება:

ბაქომ Mercedes-Benz Fashion Week-ის მეორე სეზონს უმასპინძლა. 28-30 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქი მოდის რეგიონულ ჰაბად იქცა, სადაც სტუმრებმა აზერბაიჯანულ კულტურასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის დიალოგზე დაფუძნებული ღონისძიება იხილეს.

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan, MBFW Baku season 2

კვირეულის მთავარი ლოკაცია აზერბაიჯანის ხალიჩის მუზეუმში იყო. ხოლო ღონისძიება აზერბაიჯანის მოდის დიზაინერების ასოციაციისა და Led.az Events-ის ერთობლივი ძალებით ჩატარდა.

ხალიჩის მუზეუმი ამ სეზონის კონცეფციაში მნიშვნელოვანი ელემენტი გახლდათ: ტექსტილის ხელოვნების უძველესი ტრადიციები ვიზუალურად ეხმიანებოდა ისეთი დიზაინერების კოლექციებს, როგორებიცაა Jemma Russo, Geotrend, Velibeyli, Viktoriya Varga და Ajoure Atelier. პოდიუმს ფუტურისტული ჭრილები, ექსპერიმენტები და მკვეთრი ფერები განსაზღვრავდა.

 

ამ დღეების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ელემენტი LM Group-ის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების კონცეფცია იყო, რომელშიც Dolce & Gabbana-ს, Missoni-სა და სხვა ბრენდების პროექტები იყო ჩართული, იმის საილუსტრაციოდ, რომ დღეს მოდას უძრავი ქონების თანამედროვე ტენდენციებშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რომ ბრენდის სტილი და ესთეტიკა არქიტექტურაშიც გადადის.

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan, MBFW Baku season 2 მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan, MBFW Baku season 2

კვირეულის მუსიკალურ პროგრამაში აზერბაიჯანელი არტისტები მონაწილეობდნენ. პირველი დღე Elnur Huseynov-ის პერფორმანსით გაიხსნა, მეორე – Wilson Alade-ის მსუბუქი ჯაზით, ხოლო მესამე დღე Talha Kavranoglu-ს აკრობატული ნომრითა და Berkcan Demir-ის DJ სეტით. After Party-ზე კი ენერგიული ატმოსფერო შექმნეს DJ Nicolas Mun-მა, DJ Pancho-მ და Berkcan Demir-მა.

მიუხედავად იმისა, რომ MBFW Azerbaijan მხოლოდ ორ სეზონს ითვლის, იგი სხვადასხვა სფეროს კომპანიებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. კვირეულის პარტნიორებს შორის არიამ MAC, Braun, Savalan Wines, Absheron Hotel Group, Big Model Agency თუ S Design. მედია პარტნიორებს შორის კი, TheDiary-სთან ერთად იყვნენ გამოცემები, როგორიცაა L’Officiel Baltia, Elle Serbia, Baku Magazine, Nargis Magazine.

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის მეორე სეზონმა კვლავ აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ღონისძიება, სადაც მოდა საერთაშორისო დიალოგის ენად იქცევა, ხოლო ხელოვნება და ტექნოლოგია შემოქმედების იარაღებად. MBFW-მა ცხადყო ბაქოს, როგორც რეგიონის მოდის ერთ-ერთი დედაქალაქის როლი.

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანი, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan, MBFW Baku season 2

ზევით