1 წლის წინ, გრეტა გერვიგის ახალი ფილმის Barbie-ს გადასაღები მოედნიდან, მარგო რობისა და რაიან გოსლინგის ფოტოების გავრცელების შემდეგ, მოდამ Barbicore-ად წოდებული ვარდისფერი გადატრიალება იხილა. დიზაინერები, ცნობილი ადამიანები და გამორჩეული ქუჩის სტილით ცნობილი ადამიანები, თითქოს, ერთიანად გახდნენ შეპყრობილი ვარდისფრით. მაშინ, როდესაც Barbicore-ის პოპულარობა მინელდა, მისმა შემოქმედებმა მარგომ და რაიანმა ის გასულ ღამეს ლას-ვეგასში, CinemaCon-ზე გააცოცხლეს.
Barbie-ს შემოქმედებითი და სამსახიობო გუნდი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. გასაკვირი არავისთვის ყოფილა ის ფაქტი, რომ მარგო რობი და რაიან გოსლინგი ეკრანიდან გადმოსულ პერსონაჟებს ბარბისა და კენს ჰგავდნენ. მარგომ ვარდისფერი კუბოკრული ორეული მოირგო Prada-სგან, რომელსაც ამავე ფერის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები შეუხამა. რაიანმა კი Barbie-ს ფონტით Greta Gerwig-ის წარწერიანი მაისური და ვარდისფერი ჟაკეტი მოირგო.
მარგოს რეტრო სტილის ტოპი ხასიათდება სტილისტური კოდების რეინტერპრეტაციით, ვინტაჟური ტიროლის ტანსაცმლისგან, რომელიც ზიგზაგის მორთვით არის შექმნილი და ქმნის ახალ, მოდერნისტულ გრაფიკულ ელემენტებს კლასიკური გინგჰემის მოტივისაგან განსხვავებით.
ოსკაროსანი რეჟისოტის, გრეტა გერვიგის მაისურები კი ხელმისაწვდომია როგორც შავ, ასევე თეთრ ფერებში და ამჟამად ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის Super Yaki-ს ვებსაიტზე.
შეგახსენებთ, რომ Barbie-ს მსოფლიო პრემიერა 21 ივლისაა ჩანიშნული, გრეტა გერვიგის ეკრანიზაციის დეტალების დიდი ნაწილი ჯერჯერობით მაყურებლისთვის უცნობია.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.