გაზაფხულის ყველაზე ტრენდული აქსესუარი

ამ გაზაფხულზე მოდის სამყაროში 1990-იანი წლების ესთეტიკა და მისი განუყრელი ნაწილი – ბრტყელი თმის სამაგრი, ე.წ. „აბადოკი“ ბრუნდება. სერიალის Love Story გამოსვლის შემდეგ, სოციალური მედია კენედების სიყვარულის ისტორიის პარალელურად, კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდა კეროლინის Quite Luxury სტილის შესახებ.

აბადოკი, კეროლინ ბესეტ-კენედი, love story, headband
კადრი სერიალიდან Love Story

განხილვის საგანი კეროლინ ბესეტ-კენედის სტილით შთაგონებულ უამრავ ლუქს შორის, სწორედ ეს მინიმალისტური დეტალი გახდა. კეროლინის ფავორიტი კუს ბაკნის (tortoiseshell) კლასიკური ფაქტურა და მარტივი სილუეტები გახლდათ. ეს სამაგრები მჭიდროდ ეკვრის თავს, რაც სახის ნაკვთებსა და ყვრიმალებს გამოკვეთს, იმიჯს კი მოწესრიგებულ, დახვეწილ ელფერს სძენს.

აბადოკი, კეროლინ ბესეტ-კენედი, love story, headband

ტრენდული აბადოკების ფერთა პალიტრა წელს ბუნებრივი და ჰარმონიულია. კლასიკური შავი და ყავისფერი ტონები იდეალურად ერწყმის მუქ თმას, ხოლო კრემისფერი განსაკუთრებით ეფექტურია ღია ფერის თმაზე. უფრო განსხვავებული იმიჯისთვის კი სპილოს ძვლისფერი და ლეოპარდის პრინტი რჩება აქტუალური. ეს თმის სამაგრი თანაბრად უხდება როგორც ყოველდღიურ შავ პერანგსა და ჯინსს, ისე საღამოს დახვეწილ აბრეშუმის კაბას.

აბადოკი, headband

Headband by Anthropology

ყიდვა

აბადოკი, headband, მიუ მიუ, miu miu Carolina Herrera Spring/Summer 2026, Headband, აბადოკი, კაროლინა ჰერერა

ადრე თუ კეროლინის სტილი ინსპირაციული მხოლოდ მცირე საზოგადოებისთვის იყო, FX-ის ახალი სერიალის დამსახურებით, ტიკ-ტოკ ტრენდებში გადაინაცვლა. ტიკტოკერებმა ისიც კი აღმოაჩინეს, თუ კონკრეტულად სად ყიდულობდა თავად კეროლინ ბესეტ-კენედი თავის აქსესუარებს. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ისეთივე აბადოკი, როგორსაც ის ატარებდა, დღემდე იყიდება მანჰეტენზე, გრინვიჩ-ვილიჯის მაღაზიაში C.O. Bigelow.

აბადოკი, headband

Headband by Evita Peroni

ყიდვა

მეექვსე ავენიუზე მდებარე ეს სივრცე 1838 წელს, თავდაპირველად, როგორც აფთიაქი ისე გაიხსნა, დროთა განმავლობაში კი მას სილამაზისა და თავის მოვლის ხაზი დაემატა. სწორედ აქ არის ხელმისაწვდომი კუს ბაკნის ფაქტურის მქონე ის კლასიკური, ბრტყელი თმის სამაგრი, რომლითაც ბესეტ-კენედი თავის ოქროსფერ-ქერა თმას იკრავდა.

აბადოკი, headband

Headband by J.Crew

ყიდვა

ზევით