მარგარეტ ქუალის CHANEL-ის ყველაზე გამორჩეული ლუქები
მარგარეტ ქუალი წითელ ხალიჩაზე ხშირად Chanel-ის სამოსით ჩნდება. გადავავლოთ თვალი მსახიობის ყველაზე გამორჩეულ ლუქებს ბოლო წლების პრემიერებიდან და დაჯილდოებებიდან.
შემოდგომის მოახლოებასთან ერთად TheDiary ცნობილი ადამიანების ქუჩის სტილს აკვირდება და ახალი სეზონისთვის შესაფერის იდეებს არჩევს. კაია გერბერმა FX-ის სერიალის „The Shards“ პიარკამპანიის დროს Alaïa-ს 2026 წლის შემოდგომის კოლექციის წითელი კაბა მოირგო. წითელი კი 2026 წლის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ფერია. გერბერმა სამოსს შავი ქუსლიანი სანდლები, ამავე ფერის დიდი ზომის სათვალე და ჩანთა შეუხამა.

გერბერის ლუქის მთავარი ელემენტი Alaïa-ის 2026 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა. პიტერ მიულერის დიზაინით შექმნილი კაბა კაიას იდეალურ ფორმებს გამოკვეთს.
![]() |
Alaia |
The Row-ს ქუსლიანი სანდლები და წითელი კაბა იდეალური კომბოა და კაბას ზედმეტ კლასიკურობას აცლის.
![]() |
|
ჩანთისა და ფეხსაცმლის ერთ ფერში შერჩევა წლების განმავლობაში მოძველებულ წესად ითვლებოდა, ახლა კი ისევ ბრუნდება.
![]() |
|
დიდი ზომის შავი სათვალე ამ სეზონის must-have აქსესუარია. კაიას ზუსტი მოდელი ონლაინ სივრცეში ვერ მოვიძიეთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის ვინტაჟური იყოს.
![]() |
|