რატომ დგას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული სკანდალის წინაშე
გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ძვირი ბილეთები, ექსტრემალური სიცხე და ებოლას საფრთხე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიული სკანდალის წინაშე აყენებს.
უკვე 15 წელია, რაც ბრენდი „კაბა“ ქართული მოდის ინდუსტრიაში საკუთარ ნიშას ინარჩუნებს და კოლექციებში კლასიკისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ ნაზავს გვთავაზობს. ბრენდი, რომლის უკან 29 წლიანი საწარმოო გამოცდილება დგას, მუდმივად ქმნის სამოსს, რომელიც ერთდროულად არის ფუნქციური, ელეგანტური და ხარისხიანი.

თანამედროვე რეალობაში, სადაც ქალებს საზოგადოება უამრავ ნორმას უწესებს, ხშირად იკარგება მთავარი – ჯანსაღი თვითშეფასება. კაბა-ში კოლექციის თითეული ერთეული ხაზგასმაა იმისა, რომ მთავარი ქალია და არა გარეგნული, მატერიალური დეტალები
კაბა-ს სადა სამოსი კი ზუსტად ქალის მთავარ ღირებულებას – მის შინაგან სამყაროს ემსახურება.
![]() |
![]() |
დღეს „კაბა“ სამი ფილიალითაა წარმოდგენილი – პეკინის 19-ში, თბილისი მოლსა და ბათუმი მოლში.
თითოეული მოდელი როგორც ყოველდღიური სტილისთვის, ისე განსაკუთრებული დღეებისთვისაა გათვლილია. კაბა-ს კოლექციებში ყოველთვის შეხვდებით გარდერობის შეუცვლელ ნივთებს: თეთრ პერანგს, შავ პიჯაკს, კლასიკურ ქვედაბოლოსა თუ ლოფერებს, რომლებიც ყოველთვის აქტუალური და ტენდენციურია.

ბრენდის მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში დომინირებს ბუნებრივი ტონალობები – ბორდოსფერი, ყავისფრის ნაზი ელფერები და ლიმონისფერი აქცენტები.
შეხვდებით თავისუფალი სტილის პალტოებსა და ლაბადებს, რომლებიც კომფორტულიცაა და მოდურიც – სწორედ ის, რაც თანამედროვე ქალს ყოველდღიურობაში სჭირდება.
![]() |
![]() |
2025 წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან დასრულდა რებრენდინგის პროცესი. კაბა-ს ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა მალე გამოჩნდება მზის სინათლეზე. ამასთანავე, ბრენდი აქტიურად მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო გამოფენებზე როგორიცაა Who’s Next, Momad Madrid თუ Tranoy Tokyo.
უკვე მიმდინარეობს ექსპორტი ირლანდიაში, ხოლო უახლოეს მომავალში ევროპის მასშტაბით ახალი ბაზრების ათვისებაც იგეგმება.
„კაბა“ რჩება ერთ-ერთ იმ იშვიათ ქართულ ბრენდად, რომელიც ინარჩუნებს ბალანსს ხარისხსა და ხელმისაწვდომობას შორის. ის აერთიანებს თანამედროვე მოდის ტენდენციებს, გემოვნებას და იმ ელეგანტურობას, რომელიც ყოველდღიურ სტილს განსაკუთრებულად აქცევს.