ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
Gucci-ში დემნას ერა ოფიციალურად დაიწყო და მისი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სტარტი Google-თან კოლაბორაციაა. ტექნოლოგიური გიგანტი და მოდის სახლი ერთობლივად ჭკვიან სათვალეებს ქმნიან, ამ ამბიციური პროექტის წარმატების მთავარი გარანტი კი თავად დემნაა. სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით, მას ციფრული სამყაროსი არ ეშინია – ეს ხომ ის ადამიანია, რომელმაც „სიმპსონები“ პოდიუმზე გამოიყვანა და სოციალური ქსელები ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურეალისტური გამოსახულებებით აავსო.
სწორედ ეს ტექნოლოგიური ალღო და დისტოპიური ესთეტიკის სიყვარული აქცევს დემნას Wearable Tech-ის მთავარ არქიტექტორად. სანამ სხვა მოდის სახლები სიფრთხილით აკვირდებიან ციფრულ ტრენდებს, დემნა მაღალი მოდისა და ტექნოლოგიური გიგანტის კოლაბორაციას ქმნის.
პროექტი, რომელიც 2027 წლისთვის იგეგმება, Google-ის Android XR პლატფორმაზე იმუშავებს. ეს არ იქნება მხოლოდ მორიგი „ჭკვიანი“ მოწყობილობა, არამედ აქსესუარი, რომელიც Gucci-ს 105-წლიან ისტორიაში სრულიად ახალ, ციფრულ ფურცელს გადაშლის. წარმოიდგინეთ კლასიკური, მასიური ჩარჩოები ინტეგრირებული კამერებითა და მიკროფონებით, შესაბამისად სულ რაღაც ერთ წელიწადში სათვალე, რომელიც მხოლოდ მზისგან გიცავთ, შესაძლოა მოძველებულ და მოსაწყენ ნივთად მოგეჩვენოთ.
ვნახოთ, ვნახოთ რას უმზადებს სოხუმელი მილენიალი სამყაროს.